„ვერთობით სიკეთისთვის” – „90-იანების დისკო“ 13 წლის ანას დასახმარებლად (ვიდეო)

92
SHARE

3 აპრილის 19:00 საათიდან, „არტ კაფე ჰოუმში“, 90-იანების დისკო საღამო გაიმართება, ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად 13 წლის ანა გოსაძის დასახმარებლად გადაირიცხება, რომელსაც სასწრაფოდ თირკმლის გადანერგვა ესაჭიროება.
ოპერაციისთვის საჭიროა მისი მინსკში გამგზავრება. საჭირო თანხა კი, ოჯახს არ აქვს.
„3 აპრილის საღამოს ბედი გადაწყვეტილია! ერთად ვერთობით სიკეთისთვის. 19:00 საათიდან „არტ კაფე ჰოუმში“, 90-იანების დისკო საღამოზე ვიკრიბებით.
ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება 13 წლის ანა გოსაძის დასახმარებლად, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება თირკმლის გადანერგვა. ოპერაციისთვის საჭიროა ანას მინსკში გამგზავრება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა ოჯახს არ აქვს. ანას ჩვენი იმედი აქვს. „გავერთოთ სიკეთისთვის“ – შეხვედრის ადგილი „არტ კაფე ჰოუმი“, -აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ბილეთები იყიდება:ონლაინ: https://bit.ly/2GqdHSZ;
ონლაინ:https://tkt.ge/ka/event/90s-disco-anastvis-131390;
ან სალაროებში: http://bit.ly/2jgTuZo; ანას დასახმარებლად ასევე გახსნილია საბანკო ანგარიშები:თიბისი ბანკი :
GE49TB7824136080100008; საქართველოს ბანკი :
GE04BG0000000100741543; მიმღები :
ა(ა)იპ საქველმოქმედო ასოციაცია თუთას მეგობრები
მობილურიდან: 0 901 700 337 ზარის ღირებულება 1 ლარი.

 

FB კომენტარები

კომენტარი