ვერა ბრეჟნევამ პირდაპირ ეთერში შეამოწმა აქვს თუ არა შიდსი – რატომ ინერვიულა მომღერალმა?(ვიდეო)

151
SHARE

მომღერალმა ვერა ბრეჟნევამ გადაწყვიტა საკუთარ მაგალითზე ეჩვენებინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აივ-ინფექციის შესახებ კვლევების ჩატარება. მან ეს თავისი „ინსტაგრამის“ ლაივრეჟიმში გააკეთა.
პირველ დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, ვარსკლავმა გადაწყვიტა თავისი გამომწერების თვალწინ გაეკეთებინა აივ-ინფექციის ტესტი. “ისნტაგრამზე” მას 10 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. თაყვანისმცემლებთან ერთად ის 20 წუთი ელოდებოდა მისი ანალიზის პასუხს, რომელიც საბოლოო ჯამში უარყოფითი აღმოჩნდა.
ასევე „ვიაგრას“ ექსსოლისტმა მოუწოდა ყველას უფრო ყურადღებით მოეპყრონ საკუთარ ჯანმრთელობას და არ დაავიწყდეთ, რომ მსგავსი კვლევების გაკეთება მნიშვნელოვანია. პირდაპირი ეთერის დროს მან აღიარა რომ ნერვიულობს, თუმცა აღნიშნა, რომ არ უნდა გვეშინოდეს ასეთი კვლევის ჩატარება და ამის გაკეთება მარტივად – სპეციალური ტესტერებით უპრობლემოდ შეიძლება.
როგორც ირკვევა, 2014 წელს ვერა ბრეჟნევა გაეროს ელჩი გახდა შიდსთან დაკავშირებული პრობლემების კუთხით და ახლა ევროპულ რეგიონსა და ცენტრალურ აზიას კურირებს.

Comments

comments