“ვგრძნობ შენს სხეულს და მესმის შენი სუნთქვა” – ბელა ალანია შალვა ნათელაშვილს

636
SHARE

ბელა ალანია მეუღლეს, შალვა ნათელაშვილს ემოციურ პოსტს უძღვნის.
,,გადათვლილია ყოველი დღე მზის და მთვარის ამოსვლით.
გადათვლილია ყოველი წელი ზამთრით, გაზაფხულით, ზაფხულით, შემოდგომით.
სიცოცხლე იზომება სურვილით – იცოცხლო, ბედნიერება – სიყვარულით, უბედურება – სიკვდილის სიახლოვის შეგრძნებით, ერთმანეთის დაკარგვის ცრემლით და ტკივილით.
ადამიანის საზომი რომ სიკეთეა, არახალია. ალბათ კიდევ სინანულის ცრემლი, რომელსაც დაღვრის თვითონ სიცოცხლეში და დანარჩენები მისი გარდაცვალების შემდეგ თან გაატანენ საგზლად წვიმიან თუ მზიან, ქარიან თუ თოვლიან ამინდში, უკიდეგანო დაუსრულებელ გზაზე…
ჩემი საზომი შენი ღიმილი, შენი ცრემლი, შენი თვალებით დანახული თუ დაუნახავი სამყაროა…
გადათვლილია უშენოდ და შენთან გატარებული სიცოცხლის ყოველი დღე…
როგორი ადვილია სიყვარული შენ გვერდით და როგორ გინდა, ასე ადვილად შეეგუო, რომ ასე ახლოს ხარ ჩემთან.
ვგრძნობ შენს სხეულს და მესმის შენი სუნთქვა… ერთი, ორი, სამი…
მეშინია იმ დღის, როცა ვერ შევძლებ ჩემი მზერით გავზომო მანძილი შენამდე…
გთხოვ, დიდხანს იცოცხლე ჩემთვის”, – წერს ბელა ალანია.

FB კომენტარები

კომენტარი