„ვარსკვლავური ომების“ ახალი ეპიზოდის თრეილერი გამოვიდა (ვიდეო)

35
SHARE

„ვარსკვლავური ომების“ ახალი, მერვე ეპიზოდის თრეილერი ინტერნეტში გამოჩნდა.
„უკანასკნელი ჯედაები“ კინოსაგის „იუთუბ“-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ფილმის პრემიერა 2017 წლის 25 დეკემბერს შედგება. მთავარ როლებში კი მარკ ჰემილს, დეიზი რიდლის, ოსკარ აიზეკს და ადამ დრაივერს ვიხილავთ. პრინცესა ლეას როლს შეასრულებს ქერი ფიშერი, რომელიც გადაღებების დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
მოქმედება ვითარდება იმ მომენტის მერე, რომლითაც ფილმის წინა ეპიზოდი დასრულდა. თრეილერში ჩანს, რომ რეი ლუკ სქაიუოთერთან და ქაილო რენთან ერთად ვარჯიშობს, ფინი და პო დამერონი კი პირველ ორდენს დედამიწაზე და კოსმოსში ებრძვიან.

FB კომენტარები

კომენტარი