ვალერი მელაძის ცოლი გარდაცვლილ ვაჟზე საუბრობს – “ვალერი დაკრძალვის დღეს ჩამოვიდა”

606
SHARE
ვალერი მელაძის ყოფილმა მეუღლემ, ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტ ჟურნალთან, მათი ოჯახის ტრაგედიის დეტალები გაიხსენა. ირინა, ვალერი მელაძესთან ერთად 10 წელი ცხოვრობდა, თუმცა წლების შემდეგ, მან პირველად აღიარა, რომ წყვილს პირველი ვაჟი გარდაცვლილი ჰყავთ.
-კარიერა თუ ოჯახი? – რატომ არ იყო მელაძე მეუღლის გვერდით მძიმე წუთებში.
„მე ყოველთვის მის უყურადღებობას განვიცდიდი. დღე დღეზე ვაჟს ველოდებოდით, თუმცა ჩემს გვერდით არც მაშინ არ იყო… უფრო მეტიც, სხვა ქალაქში წავიდა, რადგან იქ ახალი სიმღერა უნდა ჩაეწერა, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი დამიტოვა მხოლოდ, რომელზეც, სამწუხაროდ, არავინ მპასუხობდა. მშობიარობის შემდეგ ბავშვი 10 დღის განმავლობაში საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა, თუმცა ამაოდ. დაკრძალვის დღეს ჩამოვიდა ვალერი, რამდენიმე დღე დარჩა და კვლავ თავის საქმეებზე წავიდა,“- იხსენებს ვალერი მელაძის ყოფილი მეუღლე.

წყარო: http://itv.ge/

FB კომენტარები

კომენტარი