ვალერი მელაძეს ფონოგრამის დროს პირის გაღება დაავიწყდა (ვიდეო)

239
SHARE

ახალი ამბავი არ არის, რომ მომღერლები ხშირად ფონოგრამით ასრულებენ თავიანთ სიმღერებს და სცენაზე გამოსულები პრაქტიკულად, მხოლოდ პირს აღებენ. თუმცა როდესაც ეს ასე ღიად ხდება, ამხელა აუდიტორიის წინაშე მართლაც ძნელია სკანდალს თავი აარიდო.
ვალერი მელაძემ მუსიკალური კონკურსის “ახალი ტალღის” დახურვისას “გამოიჩინა თავი”. როგორც ჩანს, მას უბრალოდ დაავიწყდა პირის გაღება, როდესაც კოლეგებთან – იგორ კრუტოისთან, ნიკოლაი ბასკოვსთან და სხვა მომღერლებთან ერთად საფინალო სიმღერას ასრულებდა. ვიდეო, რომელზეც ეს უსიამოვნო კურიოზია აღბეჭდილი, 200 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.

წყარო: movlenebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი