„ვაინშტეფანი“ – რესტორანი, რომელიც კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტებს ადგილზე აწარმოებს

918
SHARE

2რესტორანი „ვაინშტეფანი“  სულ რამდენიმე თვეა გაიხსნა და მრავალრიცხოვან რესტორნებს შორის, ღირსეული ადგილის დამკვიდრება უკვე მოახერხა. ამის მთავარ მიზეზად კი „ვაინშტეფანის“ შეფ-მზარეული ეკოლოგიურად  სუფთა პროდუქტებით დამზადებულ უგემრიელეს კერძებს, მაღალი ხარისხის მომსახურებას და კომფორტულ გარემოს ასახელებს. „ვაინშტეფანში“ მისულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს, სასურველი კერძი პროფესიონალ მზარეულებთან ერთად მოამზადოს. კიდევ რა შეთავაზებები აქვთ და რატომ უნდა გასინჯოთ აუცილებლად „ვაინშტეფანის“ კერძები, შეფ-მზარეული მიხეილ ძამსაშვილი მოგვიყვება. 

რესტორან  „ვაინშტეფანში“ ყველა კერძი ნატურალურად მზადდება. მაგალითად გვაქვს პური, რომელსაც ადგილზე ვაცხობთ. ესენია: თეთრი, სერი და შავი პური. მზადდება ქართული ხორბლის ფქვილით და ალაოთი. პურს ხარისხს არ ვუკარგავთ, რადგან გვინდა, რომ სტუმრისთვის სასარგებლო იყოს.  9
ასევე გვაქვს 8 სახეობამდე, გერმანული ტექნოლოგიით ადგილზე დამზადებული სოსისი. ჩვენი ხორცპროდუქტები, მზადდება ქართული ფერმის, ფრანგული ჯიშის („ლიმუზინის“) საქონლის ხორცისგან. ვაწარმოებთ რძის პროდუქტებს. შემიძლია გამოვყო კარაქი და ნადუღისგან გამოყვანილი ყველი, რომლებსაც ისეთ ინგრედიენტებს ვამატებთ, რისი მეშვეობითაც დამატებით გემოვნურ თვისებებს იძენს, განსხვავებული გამოდის და რაც მთავარია, ყველას მოსწონს.რასაც ვამზადებთ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ, ვაკეთებთ ხარისხიანად და ამიტომ გამოდის კარგი. ვფიქრობ, რომ ხალხიც კმაყოფილია.

„ვაინშტეფანში“ ყველაზე პოპულარული კერძი რომელია?

პოპულარული კერძი ჩვენთან ძირითადად სტეიკებია, რომელსაც სპეციალურად დამწიფებული ხორცით ვამზადებთ. ხორცის დამწიფებაც, რა თქმა უნდა, რესტორანში სპეციალურ მაცივარში ხდება, ამ პროცესს კი 27 დღე სჭირდება. ასეთი პროდუქტით მომზადებული კერძი განსაკუთრებულად გემრიელია. ასევე, ძალიან პოპულარულია ჩვენთან დამზადებული სოსისები.

თქვენთან მზარეულები და სტუმრები კერძებს ერთად ამზადებენ… 

12963811_513271938857734_5290434863072985946_nგვაქვს ღია ტერასა, სადაც რესტორნის ადმინისტრაციამ ღია სამზარეულო დაამონტაჟა.  აქ უშუალოდ სტუმრების თვალწინ ხდება გრილის მენიუს მომზადება. თავად ხედავენ როგორ და რა პროდუქტებით მზადდება მათ მიერ შეკვეთილი კერძი. ასევე, ოთხშაბათობით დავნერგეთ სიახლე – სტუმარს, რომელიც შეუკვეთავს გრილის მენიუს, შეუძლია ჩვენი მზარეულების დახმარებით თავად მოამზადოს კერძი, რა თქმა უნდა, ჰიგიენის დაცვით. ხშირად არის, როცა ჩვენ – მზარეულები, უშუალოდ კონტაქტში ვართ სტუმრებთან. რაც მათაც სიამოვნებთ და ჩვენც… ჩვენს ფეისბუქის გვერდზე ამის შესახებ ხშირად ხდება ინფორმაციის განთავსება, ასევე მზადების პროცესის ამსახველ ფოტომასალასაც ვაქვეყნებთ.

„ვაინშტეფანში“ დააგემოვნებთ ცნობილ რაჭულ ლორს… IMG_1513-1

„ვაინშტეფანში“ აქცენტი რეგიონებზეც კეთდება, ვეძებთ ოჯახში მომზადებულ პროდუქციას, რომელიც ძველი ტექნოლოგიებით მზადდება და არის ნატურალური პროდუქტი.
მაგალითად,  რესტორანში გვაქვს ძია რეზოს მომზადებული ყველასთვის საყვარელი რაჭული ლორი. რაჭული ლორი ჩვენს რესტორანში დიდი პოპულარობით სარგებლობს.  სუფრასთან მარმარილოს დაფით, ცივად მიგვაქვს. სტუმრებს განსაკუთრებით ლუდთან და სხვა ალკოჰოლურ სასმელთან ერთად მოსწონთ.

ზაფხულის დადგომასთან ერთად თქვენს რესტორანში სიახლეებია

18ცხელ ზაფხულში ალბათ ყველაზე აქტუალური გამაგრილებელი სასმელებია. ჩვენი რესტორანი სტუმრებს „ვაინშტეფანში“ დამზადებულ ლიმონათებს სთავაზობს. ესაა, ხილის ფრეშ სასმელი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე სტუმრებს სეზონურ კერძებს ვთავაზობთ. გამოვყოფდი დიეტურ სალათებს, რომელიც განსაკუთრებით მანდილოსნების მოწონებას იმსახურებს. გვაქვს ზღვის პროდუქტები და ქართული სამზარეულო, განსაკუთრებული გაფორმებებით. ჩვენთან ყველაზე მეტად მოთხოვნადია ღორის ნეკნები ბარბექიუს სოუსით.

 კერძების მომზადებისას ექსპერიმენტებს, იმპროვიზაციას თუ მიმართავთ?

იმპროვიზაციას ხშირად მივმართავთ. სოსისების მომზადებისას სხვადასხვა ინგრედიენტებს ვიყენებთ. რა თქმა უნდა, სტაბილურად რამდენიმე სახეობის სოსისი გვაქვს, თუმცა ჩვენთან მოსული სტუმარი განსხვავებული გემოს ხორცპროდუქტებს ხშირად აგემოვნებს, რაც ჩვენი იმპროვიზაციის დამსახურებაა.

ევროპის ჩემპიონატი და „ვაინშტეფანი“…

13507036_541393832712211_327951693286559621_nჩვენი რესტორანი გერმანული, ათასწლოვანი ტრადიციის ლუდის სახელობისაა. ესაა, პრემიუმ კლასის ლუდი, რომელიც მიუნხენის ჩრდილოეთით მდებარე ბენედიქტების მონასტერში, ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციების დაცვით იწარმოება. შესაბამისად, უშუალო კავშირშია ფეხბურთთან. ცხელი სეზონია, ტერასაზე სტუმარს საშუალება აქვს ფეხბურთს დიდ ეკრანზე ადევნოს თვალი, იქვე ჰქონდეს სამზარეულო და კარგი, გერმანული ლუდი. რესტორნის ადმინიტრაციის გადაწყვეტილებით გაკეთდა დაფა, სადაც ყოველი თამაში წინ, ხდება გუნდებზე ფსონების გაკეთება. რომელი მაგიდაც გამოიცნობს გამარჯვებულ გუნდს, რესტორანი 10%-იან ფასდაკლებას უკეთებს.  ვფიქრობთ, ესეც გარკვეულ კომფორტს უქმნის „ვაინშტეფანის“ სტუმრებს.

ლანჩ-მენიუ თუ გაქვთ?

ჩვენს რესტორანში შესაძლებელია ლანჩ-მენიუ ცოცხალი მუსიკის ფონზე მიირთვათ. 14-15 ლარად ადამიანს შეუძლია პირველი, მეორე, მესამე კერძის მირთმევა გამაგრილებელ სასმელთან ერთად. „ვაინშტეფანში“ ცნობილი პიანისტები უკრავენ. მაგალითად ოთარ მაღრაძე, რომელსაც ჩვენმა სტუმრებმა „ჯაზ-ბაბუ“ დაარქვეს…

ტკბილეული…

რაც შეეხება დესერტს. „ვაინშტეფანში“ სულ რამდენიმე აქცენტი გვაქვს გაკეთებული. ესაა – ტირამისუ, ჩიზქეიქი, უგემრიელესი ვაშლის შტრუდელი სოუსთან ერთად და უგემრიელესი ბრაუნი ნაყინთან ერთად. დესერტი ჩვენთან, ადგილზე მზადდება და ვთვლით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საკონდიტრო გვაქვს.

მალე „კვირა +“ რესტორან „ვაინშტეფანის“ მზარეულების უგემრიელესი კერძების რეცეპტებს შემოგთავაზებთ, რომელიც რუბრიკა – „კულინარიაში“ განთავსდება.

(R)

რესტორანი “ვაინშტეფანი” – ალ.ყაზბეგის 27
ფეისბუქ გვერდი – https://www.facebook.com/RestaurantWeihenstephan/

FB კომენტარები

კომენტარი