ეჭვიანობის გამო პენსიონერმა ქალმა პირდაპირ ეთერში საკუთარ შვილს კბილები ჩაუმტვრია ( ვიდეო)

263
SHARE

რუსეთში ცნობილი, სკანდალებით განთქმული გოგენ სოლნცევის პენსიონერმა ცოლმა საკუთარი ქალიშვილი გადაცემის პირდაპირ ეთერში სცემა. სისხლიანი ინციდენტი ანდრეი მალახოვის გადაცემაში მოხდა.
პენსიონერმა ეკატერინა ტერეშკოვიჩმა თავისი ქალიშვილი ისე სცემა, რომ დასისხლიანებულ ქალს კბილები ჩაუმტვრია და მან სტუდია დატოვა.
ინციდენტის მიზეზი ის გახდა, რომ მისმა ქალიშვილმა პოლინამ სტუდიაში განაცხადა, რომ დედას და მის ახალგაზრდა ქმარს მათი განშორების შემდეგაც გულშემატკივრობს და მზად არის გოგენ სოლნცევს საკუთარ სახლში უმასპინძლოს.
„შეუძლია ღამეც კი დარჩეს ჩემთან“, -თქვა პოლინა დავიდოვმა.
ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ კი მისი დედა სავარძლიდან წამოხტა და საკუთარ შვილს სასტიკად გაუსწორდა, იატაკზე დააგდო და კბილები ჩაუმტვრია.
ეკატერინა ტერეშკოვიჩი 63 წლისაა, „დომ 2“-ს ყოფილი სკანდალური მონაწილე გოგენ სოლნცევი კი 37 წლის. მათი ქორწინება მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის საგანია. პენსიონერმა ქალმა სოლნცევთან ცხოვრების დაწყების შემდეგ მრავალი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ცოტა ხნის წინ წყვილმა განაცხადა, რომ ერთად აღარ არიან.

FB კომენტარები

კომენტარი