ეძებ რეპეტიტორს? დაზოგე დრო და ენერგია – შემოდი repetitors.ge-ზე!

206
SHARE
კერძო რეპეტიტორიბის ფენომენის კვლევა საქართველოში აჩვენებს, რომ რეპეტიტორობაზე მოთხოვნა დღითიდღე მატულობს. 
გარდა სასკოლო-სააბიტურიენტო მომზადებისა მოთხოვნადია აგრეთვე უცხო ენების სწავლა საზღვარგარეთ წამსვლელებისათვის,
ქართული ენის შესწავლა უცხოელებისათვის. საქართველოში ტურისტული ბიზნესის განვითარებასთან ერთად აქტუალური გახდა ამ სფეროს მუშაკთა უცხო ენების სრულყოფილად ფლობა, რაც ისევ და ისევ შესაბამისი რეპეტიტორებზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს.
კვალიფიციური რეპეტიტორის პოვნა ადვილი არ გახლავთ – სწავლის მსურველს უწევს ჯერ ნაცნობებ-მეგობრებში მოიკითხოს კარგი რეპეტიტორი, შემდეგ ამ რეპეტიტორს ფასსა და სხვა პირობებზე მოელაპარაკოს და ა.შ. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია, თუმცა გაცილებით მარტივი გზაც არსებობს repetitors.ge  – ქართული ვებ-გვერდი, რომელიც პედაგოგ-მასწავლებლებს მათი საქმიანობის უფასო რეკლამირებასა და ქვეყნის მასშტაბით მოსწავლე თუ მათ მშობელთა აუდიტორიაზე წვდომაში ეხმარება, ხოლო მოსწავლე-აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს ბაზაში განთავსებულ რეპეტიტორებზე სახლიდან გაუსვლელად, სრულიად უფასოდ ჰქონდეთ წვდომა. აღნიშნული ვებ-გვერდის შესახებ repetitors.ge-ს პროექტ-მენეჯერი გიორგი გვერწითელი გვესაუბრება:
– ბ-ნო გიორგი, როგორ გაჩნდა ვებ-გვერდის შექმნის იდეა?
– იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ყოველთვის არსებობდა, არსებობს და იარსებებს მოთხოვნა კერძო რეპეტიტორებზე, გაჩნდა იდეა  გაგკვეკეთებინა ისეთი ვებ-გვერდი, რომელიც გააადვილებდა ამა თუ იმ დისციპლინების კვალიფიციური რეპეტიტორის მოძიებას.
-საქართველოში რამდენიმე მსგავსი ტიპის საიტი არსებობს, რითი გამოირჩევა და რა უპირატესობებით სარგებლობთ თქვენი ვებ-გვერდი ?
დიახ, არსებობს რამდენიმე საიტი, ქართულ ინტერნეტ სივრცეში, სადაც განთავსებულია ინფორმაცია რეპეტიტორების შესახებ. მათგან განსხვავებით ჩვენ ვთავაზობთ განსხვავებულ მომსახურებას, როგორც რეპეტიტორს ასევე მაძიებელს, რაც გულისხმობს ინფორმაციის ფილტრაციას. რას ნიშნავს ეს: მაგალითად, შემოდის მოთხოვნა საიტზე კონკრეტულ რეპეტიტორზე – ჩვენ ვუკავშირდებით მომთხოვნს ტელეფონის საშუალებით და ვაზუსტებთ ინფორმაციას, ვისთვის უნდა სწავლა, რა ასაკისაა მოწაფე, თუ სკოლის ასაკისაა რომელ კლასშია, საგამოცდოდ უნდა სწავლა თუ ზოგადად მომზადება, რა დროის განმავლობაში სურს მასწავლებლის აყვანა, თუ ასაკით დიდია,

ვაკონკრეტებინებთ რა მიზნისათვის სჭირდება სწავლა, სამსახურის მოთხოვნებისთვის, საზღვარგარეთ წასვლისთვის, სასერტიფიკატო გამოცდისთვის, რა დონეს ფლობს ამჟამად, რეპეტიტორის მისვლა სჭირდება თუ შეუძლია გასვლა, თუ შეუძლია, რომელ უბანში და ასე შემდეგ. შემდგომ მიღებულ ინფორმაციას ვადარებთ რა მოთხოვნილი რეპეტიტორის შესაძლებლობებს, ვრწმუნდებით არის თუ არა თანხვედრაში შემოსული მოთხოვნა რეპეტიტორის პირობებთან. ძალიან ხშირად მოთხოვნა შემოდის ზერელე გადახედვის შემდგომ რეპეტიტორის რეზიუმისა და აღმოჩნდება ხოლმე, რომ მომთხოვნი არ გაცნობია არჩეული რეპეტიტორის პირობებს და მისი არჩევანი ვერანაირად ვერ შეძლებს მის დახმარებას სწავლაში.
მაგალითად, ზოგ რეპეტიტორს შეუძლია გასვლა ყველგან, ზოგი მხოლოდ კონკრეტულ უბნებში გადის, ზოგი კი მხოლოდ თავისთან ბინაზე ღებულობს მოწაფეს, ბევრი არ კითხულობს ამას და გვიგზავნის შეუსაბამის მოთხოვნას. ზოგი ასწავლის კატეგორიულად სასკოლო ასაკის მოწაფეს და არ ღებულობს სხვა კატეგორიას. ზოგი თანახმაა ექსპრესს-მოკლევადიან სწავლაზე და ზოგი მხოლოდ გრძელვადიან სწავლის პროცესზეა ორიენტირებული. ზოგი სტუდენტი გოგონაა და არ უნდა მოსწავლე ყავდეს ახალგაზრდა მამაკაცი, კი უწერია რომ ასწავლის ვთქვათ სკოლის მოწაფეებს, მაგრამ ძალზედ ხშირია არამიზნობრივი ჯგუფიდან მოთხოვნის მაინც შემოსვლა. და ზუსტად აი ამ და კიდევ მრავალი სხვა გაუგებრობების თავშივე აღმოფხვრას ვემსახურებით ჩვენ. ჩვენ ვაძლევთ რეპეტიტორს გადამუშავებულ, ერთგვარ „დაღეჭილ“ ინფორმაციას მომთხოვნზე, ვუზოგავთ რა მას დროს და ნერვებს უაზრო შემოსული ზარებისაგან და ვაძლევთ ჩვენგან დამუშავებულ თითქმის 100% კლიენტ-მოწაფეს.
და კიდევ, საიტი იძლევა საშუალებას მოთხოვნა მოწაფემ გამოაგზავნოს ზოგადი, არა კონკრეტული მასწავლებლის არჩევით. იგი გვაცნობებს მის პირობებს, რაზეა კონკრეტულად ორიენტირებული, რა დონეზე გასვლა უნდა ამა თუ იმ საგანში , რა დროში უნდა ჩაეტიოს. ასევე შეიძლება ჰქონდეს დამატებითი პირობები, მაგალითად ბავშვის გამოყვანა უნდა სკოლიდან, ან  მასწავლებელი სჭირდება ერთდროულად რამოდენიმე ენის მსწავლელი, ზოგს გამოცდა აქვს კარზე მომდგარი და ყოველდღე უნდა ინტენსიური მზადება და ასე შემდეგ, და გვთხოვს დახმარებას მასწავლებლის შერჩევაში, ზოგს თარჯიმანი სჭირდება რამოდენიმე დღით…  ჩვენ ამ შემთხვევაში ვადგენთ რამოდენიმე რეპეტიტორიან სიას, რომლებიც შეიძლება პოტენციურად შეესაბამებოდნენ კონკრეტულ მოთხოვნებს, შემდგომ ვუკავშირდებით მათ, ვაზუსტებთ მათ მზადყოფნას თუ უარს, და მხოლოდ ამის შემდგომ ვაკავშირებთ ერთმანეთს.
მოკლედ, ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით, როგორც ხვდებით, ჩვენ ერთგვარი მედიატორის, მომრიგებელის როლს ვასრულებთ, ვზოგავთ რა ძვირფას დროს ორივე დაინტერესებული მხარისთვის, როგორც სწავლის მსურველისთვის, ასევე  რეპეტიტორისთვის.
– ვის შეუძლია repetitors.ge  -ზე დარეგისტრირება?
– ყველას, ვინც თვლის თავს მცოდნედ ამა თუ იმ დარგისა და აქვს სურვილი სწავლის გადაცემისა. ჩვენს ვებ-გვერდზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების პედაგოგს, სტუდენტებიდან დაწყებული პროფესორებით დამთავრებული, ასევე მწვრთნელებს, კოუჩებს და ნებისმიერი ცოდნის მატარებელ ადამიანს, რომელსაც გააჩნია სურვილი გადასცეს, ასწავლოს სხვას რაც იცის და მიიღოს შესაბამისი გასამრჯელო.
– რა არის საჭირო დასარეგისტრირებლად?
– ამისთვის საჭიროა მარტივი პროცესის გავლა, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო გვერდზე გადასვლას  და ანკეტის შევსებას შესაბამისი ინფორმაციის მითითებით.
– დარეგისტრირება ფასიანია?
– საიტზე დარეგისტრირება და პირადი ინფორმაციის განუსაზღვრელი დროით განთავსება სრულიად უფასოა ანუ, რეკლამა უფასოა მასწავლებლისთვის. საკომისიოს გადახდა პედაგოგს უწევს მხოლოდ მას შემდეგ, თუკი ჩვენს მიერ გაგზავნილ მოსწავლესთან წარმატებული კომუნიკაცია შედგება და პედაგოგი მას „აიყვანს“. ასეთ დროს, საკომისიო ერთჯერადი სახით 40 ლარით განისაზღვრება, რაც დაახლოებით 2-3 გაკვეთილის თანხას უდრის და მოსწავლის დიდი ხნით აყვანის შემთხვევაში, პედაგოგისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს მისი გადახდა.
– როგორ ხდება საიტზე სასურველი რეპეტიტორის მოძიება?
– რეპეტიტორის მოძიების პროცესი საკმაოდ მარტივია. საიტზე დანერგილია რეპეტიტორის ძიების მარტივი და ეფექტური საძიებო სისტემა, რომლითაც მოსწავლეს შეუძლია ამოირჩიოს სასურველი პედაგოგი მისთვის მისაღები პირობების მიხედვით, იქნება ეს ფასი, ადგილი, სწავლის მეთოდიკა თუ სხვა. თუკი მოსწავლეს, რაიმე მიზეზის გამო, უჭირს დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება, განვმეორდები -მას შეუძლია მოგვმართოს საიტის ადმინისტრაციას და ჩვენ დავეხმარებით. და კიდევ ერთხელ სწავლის მაძიებლებისთვის საიტის მომსახურება სრულიად უფასოა.
 – და ბოლოს, რას ეტყვით თქვენი ვებ-გვერდის პოტენციურ მომხმარებლებს – რეპეტიტორობის მსურველებსა და რეპეტიტორების მაძიებლებს?
– დაზოგეთ დრო და ენერგია, გვესტუმრეთ repetitors.ge -ზე, სადაც სწავლის მსურველი ადვილად შეძლებთ თქვენთვის სასურველი რეპეტიტორის სწრაფ მოძიებას, ხოლო რეპეტიტორი, საიტზე დარეგისტრირებით და ჩვენთან თანამშრომლობის დაწყებით, შეძლებთ ხმის მიწვდენას ათასობით ადამიანს, რაც საშუალებას მოგცემთ გახდეთ უფრო წარმატებული და მატერიალურად უზრუნველყოფილი ვიდრე დღეს ხართ!
(R)

FB კომენტარები

კომენტარი