როგორ ახასიათებს ცოლი შს მინისტრის ახალ მოადგილეს – არჩილ თალაკვაძეს

1144
SHARE

  “პრაიმტაიმი” დღევანდელი ნომრის რუბრიკა “მეორე ნახევარში” შს მინისტრის ახალი მოადგილის, არჩილ თალაკვაძის მეუღლის ინტერვიუს გთავაზობთ. ქეთი ბუბუტეიშვილი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში რამდენიმე პროექტზე მუშაობს, აქტიური და უშუალო ქალბატონია. ის “პრაიმტაიმის” მკითხველს გულახდილად უყვება სიყვარულის ისტორიას და პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს.

ქეთი ბუბუტეიშვილი: – ჩემი მეუღლე ზუსტად 9 წლის წინ უნივერსიტეტში გავიცანი. კარგად მახსოვს პირველი შეხვედრა…  ლექციებს შორის 15-20 წუთი რომ გაქვს და არ იცი, რომელ მეგობარს გაუნაწილო – სწორედ ამ დროს, შეიძლება სრულიად უცხო ადამიანი მოგიახლოვდეს და რაღაც უცნაური გითხრას – მაგალითად შაბათ კვირას ოვიედოს პროვინციაში ხომ არ წავიდეთო? ჩვენი love story იყო ჩვეულებრივიც და არაჩვეულებრივიც: ერთის მხრივ ყვავილები, წერილები და რანდევუ, მეორეს მხრივ ძალიან დახვეწილი, პრაგმატული და ელეგანტური ურთიერთობა. არჩილმამაშინაც და დღეს მითუფრო იცის ცხოვრებაში რა უნდა და როგორ მიაღწიოს მიზანს. მასთან ურთიერთობა უბრალოა – სამართლიანი და ოდნავ კეთილი მაინც უნდა იყო რომ მიგიღოს. მისი პროფილი თითქმის დაუჯერებელია: განათლებული, მიზანსწრაფული და ენერგიული ადამიანი რომელიც  შეცდომებს იშვიათად უშვებს და კარიერას იოგას ვარჯიშებივით მიჰყვება, და მეორეს მხრივ მოტოციკლეტის და თავისუფალი უიქენდების მოყვარული მწერალი, რომელიც თავგადასავლის საძიებლად სხვა ქალაქში მიემგზავრება – თუმცა ეს არ მიკვირს იმ ადამიანისგან, რომლის დიდი ბაბუაც ამერიკაში ცხენით საჯირითოდ იყო წასული.

FB კომენტარები

კომენტარი