ექიმების შემზარავი ექსპერიმენტი, რომელმაც მსოფლიო შეძრა – კაფსულაში გაზრდილი ბიჭის ტრაგედია

1210
SHARE

ამ შემთხვევამ მსოფლიო მედიცინა აალაპარაკა. არა მარტო ბიჭუნას, დევიდი ფილიპ ვეტერის გარდაცვალების გამო, არამედ იმ ეთიკური პრობლემების ჯაჭვის გამო, რომელიც ამ კონკრეტული შემთხვევის დროს დაფიქსირდა და რომლებზე პასუხებიც დღემდე არ არსებობს.
ვეტერების ოჯახი ძალიან უბედური გახლდათ გენეტიკური პრობლემების გამო. უფროსი ვაჟი 7 თვის ასაკში გარდაიცვალა. დიაგნოზი საშინელი იყო, SCID, იგივე ალიმფოციტოზი, იგივე გლანცმან-რინიკერის სინდრომი, კომბინირებული იმუნოდეფიციტი. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ კი ამ დაავადებას კიდევ ერთი სახელწოდება მიენიჭა.
დაავადების არსი შემდეგში მდგომარეობს: მემკვიდრული დაავადება ხასიათდება უჯრედული იმუნიტეტის არარსებობით, რისი მიზეზიცაა სისხლში ლიმფოციტების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება და თვისობრივი არასრულფასოვნება. ამავე დროს ადგილი აქვს პლაზმაში იმუნოგლობულინების არანორმალურ შემცველობას. დამემკვიდრება ხდება აუტოსომურრეცესიული ტიპით. ეს დაავადება გვხვდება 100 000-ში ერთი, თუმცა თუ ვაჟი ამ დაავადებით დაიბადა, ალბათობა იმისა, რომ მეორე ვაჟსაც იგივე დაავადება ექნება – 50%-ია.
ამ შემთხვევაში ავადმყოფის გადარჩენის ერთადერთი გზა ძვლის ტვინის გადანერგვაა. ვეტერების ოჯახში პოტენციური დონორი მათი ქალიშვილი, კეტრინი იყო. ექიმები ვეტერების ოჯახს არწმუნებდნენ, რომ თუ მეორე ვაჟის დაბადების შემდეგ ისევ იჩენდა თავს აღინიშნული დაავადება, ძვლის ტვინის გადანერგვამდე ავადმყოფს სტერილურ კაფსულაში მოათავსებდნენ, თუმცა არაფერი უთქვამთ იმაზე, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ძვლის ტვინი გადასანერგად შეუთავსებელი იქნებოდა.

ბავშვი დაიბადა, ძვლის ტვინი გადასანერგად არ გამოდგა, ბიჭუნა სტერილურ კაფსულაში მოათავსეს და იქვე დატოვეს.
ის მონათლეს დეზინფიცირებული ნაკურთხი წყლით. სანამ ავადმყოფს კაფსულაში მოათავსებდნენ, საგულდაგულოდ ჩაუტარდა დეზინფექცია მის ტანსაცმელს, ჰაერს, წყალს. თავად ბავშვს სპეციალური ხელთათმანებით ეხებოდნენ. სათამაშოები, წიგნები და სხვადასხვა საგანი სპეციალურად მუშავდებოდა, რომ ბიჭს არავითარი მიკრობი არ შეხებოდა.

ამასობაში ბიჭი იზრდებოდა. მისი ფსიქიკური მდგომარეობა არამდგრადი იყო. დაეუფლა დეპრესია, მუდმივად აღგზნებული გახლდათ. ის ხვდებოდა, რომ ძალიან განსხვავდებოდა სხვა ბავშვებისგან და იმასაც ძალიან კარგად აცნობიერებდა, რა ელოდებოდა მომავალში…
4 წლის ასაკში შპრიცი მოიპარა და ჩუმად გახვრიტა კაფსულა. დევიდს აუხსნეს, რა დაემართბოდა ორგანიზმში მიკრობების მოხვედრის შემთხვევაში და იმ დღის შემდეგ მას კიდევ ერთი ფობია, მიკრობების შიში დასჩემდა.
საინტერესოა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ ექსპერიმენტის ეთიკური საკითხით ექიმები მხოლოდ ერთხელ დაინტერესდნენ, ეს მოხდა 1975 წელს, როდესაც შეიკრიბა კონსილიუმი, რომელზეც ექიმმა ჯონ მონგომერიმ განაცხადა, რომ ჰქონოდა საშუალება, კიდევ ერთ ასეთ ექსპერიმენტს დიდი სიამოვნებით ჩაატარებდა. კითხვაზე, კიდევ რამდენი ხანი აპირებდა იგი მსგავსი პროექტების განხორციელებას, ექიმმა უპასუხა, სანამ სრულყოფილ ინფორმაციას არ მივიღებ, სანამ ამ პროექტის შედეგები არ დაიდებაო. ამის მეტი ეთიკური კონსილიუმი აღარ შემდგარა.
როდესაც დევიდს 6 წელი შეუსრულდა მასზე  ექსპერიმენტის ჩატარება ნასამაც გადაწყვიტა. მათ ბიჭუნასთვის სპეციალური სასეირნო სკაფანდრი შექმნეს. მართალია, ბაქტერიების შიშით ბიჭს ძალიან გაუჭირდა ამ სკაფანდრის მორგება, თუმცა 6 წლის ასაკში დევიდმა 6 ნაბიჯი გადადგა ერთი მიმართულებით. ნასამ კი საბავშვო სკაფანდრის შექმნით მოიწონა თავი მთელი მსოფლიოს წინაშე.
და აი, დადგა 80-იანი წლები და აშშ აღშფოთებას ვეღარ მალავდა ამ ძვირ დღირებული პროექტის გამო (1,3 მლნ დილარი). ამ ექსპერიმენტის რეალური შედეგი აბსოლუტურად არაკონტროლირებადი პაციენტი და გაურკვეველი შედეგები გახლდათ. რას ფიქრობდნენ? ნუთუ დევიდის მოკვლას?
ბიჭუნას ახალი ექიმები მიუვლინეს, რომლებმაც ავადმყოფს უამრავი ანტიბიოტიკი დაუნიშნეს. ეს კი მაშინ სიკვდილის ტოლფასი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძვლის ტვინი არ ვარგოდა გადასანერგად, 3 წლის შემდეგ ექიმებმა მაინც მოახერხეს მშობლების ამ ოპერაციაზე დაყოლიება. საქმე ის არის, რომ 10 წლის განმავლობაში ასეთ შემთხვევებთან ბრძოლის სხვადასხვა საშუალება გაჩნდა.
ოპერაცია სასიკვდილო განაჩენი აღმოჩნდა. დის ძვლის ტვინში ეპშტეინის სინდრომის ვირუსი აღმოჩნდა, რომელთან შებრძოლებაც ბიჭის იმუნიტეტმა, რა თქმა უნდა, ვერ მოახერხა…

განაგრძეთ  კითხვა:http://www.mshoblebi.ge

bichikafsd bichikafs bichi-kafs

FB კომენტარები

კომენტარი