„ეტლში გადავსვი და ნუცას პალატაში შევიყვანეთ“- მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე რეაბილიტაციის კურსს გადიან

1580
SHARE

ცნობილი ავტოავარიის დროს დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე, ნუცა გუნცაძე ჯერ კიდევ რეაბილიტაციის კურსს გადიან. ამის შესახებ მორაგბის ძმამ დადუ ლომინაძემ „სარკესთან“ ინტერვიუში ისაუბრა. „გიორგიც და ნუცაც სახლში არიან. ჯერ კიდევ რეაბილიტაციის კურსს გადიან. გიორგის მუხლში სახსარი ჰქონდა ჩახურული. ჯერ კიდევ არ ვიცით, ცალი ფეხი დაუმოკლდა თუ არა. როცა ძვალი კარგად შეხორცდება, მერე გადაწყდება, ოპერაცია კიდევ უნდა ჩაუტარდეს თუ არა. ნუცას ცალი მხარე პარალიზებული აქვს. როგორც გვითხრეს, მის ტრავმებს ინსულტიც დაემატა. აღდგება თუ არა ეს პარალიზება, ჯერ არ ვიცით და ისრაელიდან და გერმანიიდან პასუხებს ველოდებით. შეიძლება ნერვის გადანერგვა გახდეს საჭირო“, – აღნიშნავს მორაგბის ძმა. ამასთან, დადუ ლომინაძემ „სარკესთან“ თურქეთის კლინიკაში მომხდარი ფაქტიც გაიხსენა, როდესაც ეტლში მჯდარმა გიორგიმ მეუღლეს, პალატაში ყვავილებით მიაკითხა. „გიორგი და ნუცა თურქეთის კლინიკაში სხვადასხვა სართულებზე იწვნენ. ორივეს მოძრაობა აქვს შეზღუდული. ჩემს ძმას ცოტა უკეთესი მდგომარეობა აქვს – ეტლში ზის და ისე დადის სხვების დახმარებით. გიორგი და ნუცა იქ ერთმანეთს ვერ ნახულობდნენ. მას მეუღლის ნახვა ძალიან უნდოდა. მთხოვა, იქნებ ყვავილები იშოვოო. გიორგის სახე საშინელ დღეში აქვს, სულ ჩაშავებულია და სათვალე გაიკეთა. ეტლში გადავსვი სხვების დახმარებით და ნუცას პალატაში შევიყვანეთ. უზომოდ ემოციური შეხვედრა იყო“, – აცხადებს დადუ ლომინაძე. ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე 21 ივლისს მოხდა. ერთმანეთს „კიას“ და „ბმვ“-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. „კია“-ში მსხდომი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გიორგი პაპასკირი , ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე ადგილზე გარდაიცვალნენ. „ბმვ“-ში მორაგბეები მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად ისხდნენ. კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე ავარიიდან რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

FB კომენტარები

კომენტარი