„ეს შეიძლება, მოხრჩობის რისკის შემცველი აღმოჩნდეს“ – ქართველი ინფექციონისტის რეკომენდაციები მშობლებს

213
SHARE

რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება? – ამის შესახებ სოციალურ ქსელში განმარტებას ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი აკეთებს:

„აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ბოლო რეკომენდაციის თანახმად, თავშეყრის ადგილებში (განსაკუთრებით მაღაზიებსა და აფთიაქებში) უნდა გამოიყენებოდეს ნიღბები, თუმცა ეს რეკომენდაცია არ ვრცელდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებსა და იმ ადამიანებზე, რომელთაც სუნთქვის გაძნელება აქვთ. ეს განსაკუთრებით ხაზგასმით არის ნათქვამი ქსოვილისგან დამზადებული პირბადეების შესახებ. ამის მიზეზებია:

– ბავშვებს ნიღბით უფრო მეტად უჭირთ სუნთქვა, ვიდრე – მოზრდილებს;

– ბავშვს სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში თავისით არ შეუძლია ნიღბის მოხსნა და ეს შეიძლება, მოხრჩობის რისკის შემცველი აღმოჩნდეს;

– ბავშვები ხშირად ეხებიან ნიღაბს და ამიტომ ნიღბის სწორად გამოყენება მათთან შეუძლებელია.

ამიტომ რამდენიმე ექიმმა სოციალური მედიით გააპროტესტა “ამაზონზე” განთავსებული, 0-3 წლამდე ასაკის ბავშვთა პირბადეების რეკლამა.

ვრცელდება რამდენიმე პროფილაქტიკური რეკომენდაცია მცირე ასაკის ბავშვებისათვის:

– ეტლით გასეირნებისას სასურველია, ეტლს გადავაფაროთ;

(ეს რეკომენდაცია ისედაც არსებობდა ტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებში სეირნობისას გამონაბოლქვის ჩასუნთქვის რისკის შესამცირებლად)

– მეძუძურმა დედებმა სასუნთქი გზების დაავადების თუნდაც მცირედ გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში უნდა გამოიყენონ პირბადე ბავშვის კვებისას;

– გარედან სახლში შემოსვლისას ჯერ მოზრდილმა უნდა დაიბანოს ხელი და შემდეგ დაბანოს ბავშვს“.

FB კომენტარები

კომენტარი