ეს ყველამ უნდა იცოდეს: რომელი წამალი რომელ საკვებთან ერთად არ უნდა მივიღოთ!

88
SHARE

როცა ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატის მიღებას ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ჩვეულ კვების რეჟიმს არ ვცვლით, არადა, ზოგიერთი წამლის გარკვეულ საკვებთან ერთად მიღებამ, შესაძლოა, ან გაართულოს სიტუაცია, ან საერთოდ გაანეიტრალოს წამლის მოქმდება.
მაგრამ თუკი, მკურნალობის დროს სწორადაც ვიკვებებით, პირიქით, წამლის ეფექტი ერთიორად გაიზრდება და მალე გამოვჯანმრთელდებით.

მაშ ასე, თუ იღებთ…

ანტიბიოტიკებს: ბიომიცინს, ტეტრაციკლინს და მსგავს პრეპარატებს, გაითვალისწინეთ, რომ მენიუდან უნდა გამორიცხოთ რძე და რძის პროდუქტები, რადგან ისინი მთლიანად ანეიტრალებენ ანტიბიოტიკების მოქმედებას. კატეგორიულად დაუშვებელია ალკოჰოლი. მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული და მწვანილი. დროებით უარი თქვით

მჟავე ხილზე, გაზიანებზე, წვენებზე, მშრალ ღვინოზე და ნებისმიერ კერძზე, რომელსაც ძმარი აქვს დამატებული.

ანტიდეპრესანტები: ეს პრეპარატები შეიცავს ინჰიბიტორ მონოამინოქსიდაზებს, ამიტომაც მათთან ერთად არ შეიძლება მიიღოთ ნადები ყველი, ასევე დაობებულიც, კომბოსტოს მწნილი, სოიოს სოუსი, ძროხისა და ქათმის ღვიძლი, იოგურტი, ლეღვი, ქიშმიში და არაჟანი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი შეიცავს ტირამინს, რომელმაც ინჰიბიტოორ მონოამინოქსიდაზებთან შეთავსებით, შესაძლოა, გამოიწვიოს მაღალი არტერიული წნევა.

შენიშვნა: ანტიდეპრესანტების მიღებისას, კატეგორიული უარი თქვით ალკოჰოლზე, განსაკუთრებით კი წითელ ღვინოზე.

ანტიკოაგულანტების (სისხლის გამათხელებლები) მიღება არ შეიძლება შტოშის წვენთან, მორსთან და თავად შტოშთან ერთად. ასეთმა შეთავსებამ შესაძლოა შინაგანი სისხლდენა გამოიწვიოს.

ასპირინი. მისი მიღებისას მიირთვით კერძები ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მცირეოდენი შემცველობით, სხვაგვარად წამლისგან მიღებული ეფექტი ორჯერ შემცირდება. უარი თქვით ციტრუსების წვენებზე, რადგან ასპირინთან ერთად მათ, შესაძლოა, კუჭის ლორწოვანი გარსი გააღიზიანოს.

 

წყარო: www.reitingi.ge

FB კომენტარები

კომენტარი