“ეს ფაზა მთელი 5 თვე გაგრძელდება” – რას უნდა ველოდოთ ამ პერიოდში

1757
SHARE

“რამდენიმე დღეა, რაც ქირონი რეტროგრადული გახდა. ეს ფაზა მთელი 5 თვე – 13 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ქირონის ორბიტა უმაღლეს და ქვედა პლანეტებს შორის გადის, სწორედ ამიტომაა, რომ ის ცნობიერისა და არაცნობიერის კავშირს გამოხატავს. მისი სიმბოლო წინააღმდეგობრიობების დაძლევის გასაღებია, ოღონდაც ამოტრიალებული. ყირამალა მდგარი ქირონი თავისი ბუნებით ხუმარაა, ხანდახან ოინების მოწყობა უყვარს და ისეთ შეუთავსებელ რაღაცეებს უთავსებს ერთმანეთს – გაგიკვირდებათ…
ჩვენს ცხოვრებაში მის ტრანზიტს საკმაოდ ბევრი არეულობის შეტანა შეუძლია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ადამიანი თავისი განვითარებით არაა მზად ქვეცნონიერიდან წამოსულ იმპულსებს გაუმკლავდეს, გაერკვეს მათ არსში და ცნობიერს შეუხამოს. სულიერების უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი პიროვნებისთვის კი ტრანზიტული ქირონის ასპექტები ნათალურ პლანეტებთან სტიმულს წარმოადგენს, შესაძლებლობების, შანსების გახსნას…

მაგრამ რეტროგრადულობის პერიოდში ქირონს კიდევ უფრო მეტად ურთულდება ბუნება, და თუ პირად რუკაში თქვენი ქირონიც რეტრო არაა, არ გირჩევთ ახლა მის უცნაურ ხუმრობებზე აყოლას, ეს შანსები სათქვენო არ იქნება და მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ.

მათ კი, ვისაც რეტრო ქირონი გყავთ, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ მის მიერ გამოშვებული ენერგია, ეს პერიოდი დაგეხმარებათ:

გადააფასოთ ღირებულებები
აირჩიოთ ახალი, ერთი შეხედვით, შესაძლოა, ძალზე უცნაური ალტერნატივა
აღმოაჩინოთ მესამე გზა “არა”-სა და “კი”-ს შორის
გათავისუფლდეთ ძველისაგან ახლა, ამ პერიოდში შესაძლოა წარსულში მიტოვებული ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებთანაც ჯერ კიდევ არ გაქვთ ბოლომდე კარმული ვალები გასტუმრებული, თუმცა შესაძლოა, ზოგს ისეთებიც მოევლონონ, ვისთანაც ამ ცხოვრებაში კი არა, არამედ წინა ინკარნაციებში ჰქონდათ ურთიერთობის გამოცდილება, თუ ამ ადამიანების მოსვლას ქირონის პოზიტიური ასპექტები დაემთხვევა, ელოდეთ ცხოვრებისაგან რაღაც საჩუქრებს, თუ არადა – შესაძლოა პრობლემებიც შეგექმნათ.

ყველაზე მთავარი კი, მაინც, რაც რეტრო ქირონს შეუძლია მოიტანოს, საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებაა, რაშიც მეც წარმატებას გისურვებთ.- წერს ასტროლოგი  ხათუნა ნოელი.

FB კომენტარები

კომენტარი