“ეს უნდა ჩაგიჭედოთ გონებაში” – რატომ ხდება “ხარისხის არხი” “სამეფო არხი”

89
SHARE

“ხარისხის არხი” სახელს იცვლის და “სამეფო არხი” ხდება. არხი მაყურებლის წინაშე შეცვლილი სახელით 25 აპრილიდან წარდგება.

აღნიშნული ფაქტი “კვირა +სთან” საუბრისას გიორგი ასათიანმა დაადასტურა:

,,ჩემი და დავითის რეიტინგიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, არხისთვის სახელი შეგვეცვალა. იმდენად ,,გავპიარდით”, რომ გადავწყვიტეთ, გადაცემები უფრო აკადემიური და დახვეწილი გავხადოთ. ჩვენ ვართ სიყვარულის, თავმდაბლობის მქადაგებლები. ,,სამეფო არხზე” სწორედ სიყვარულით გაჯერებულ თემებს მოისმენთ”, – აღნიშნა გიორგი ასათიანმა.

“კვირა +”, ასევე, ესაუბრა დავით გიორგობიანს, რომელმაც ,,სამეფო არხის” სამომავლო მიზნები გაგვაცნო:

,,არხის სახელის ცვლილების მიზანია, გაუბედურებული საქართველო დაუბრუნდეს წინაპართა გზას და მეგზურად ზეციდან 12 წმინდა მეფე ბაგრატოვანი იყოლიოს და მიწაზეც მოინდომოს, რომ უფალმა მოგვმადლოს მათსავით დიდი სულის ქართველი მეფე, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისგან ნაწინასწარმეტყველები. ეს უნდა “ჩაგიჭედოთ” გონებაში”, – განაცხადა დავით გიორგობიანმა.

FB კომენტარები

კომენტარი