“ეს დედამიწა ჩვენი მოსვლით არ დაბადებულა და არც ჩვენი წასვლით დაიღუპება” – რამაზ გიგაურის ემოციური მიმართვა

410
SHARE

Facebook ჯგუფში “ემიგრანტები იტალიაში”  რამაზ გიგაური ემოციურ მიმართვას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ ჩვენი ჯოჯოხეთი გვტკივა.
ასე სტკიოდათ ყველა საუკუნეში, ყველა წელს, ყველა ქვეყანაში, ყველა ადამიანს.
ყველას თავისი ჯოჯოხეთი აქვს და თავისი ძვლებამდე დაყვანილი ტკივილი.
ვის უნდა ვკითხოთ, როგორ ტკიოდათ, იქნებ იმ ადამიანს, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკის კედელზე დაწერა: „ღმერთი თუ არსებობს, ძალიან უნდა შემევედროს, რომ ვაპატიო“.
XIV საუკუნეში შავმა ჭირმა იტალიის ლამის 1/3 წაიყვანა, მაგრამ აღდგა იტალია.
ჩვენც აღვდექით.
არ გვინდა მონღოლები, თემურ ლენგი, შაჰ-აბასი.
სულ რაღაც 220-260 წლის წინ აღმოსავლეთ საქართველოში ლეკიანობა იყო. მას შემდეგ ქართულ ენაში დამკვიდრდა სიტყვა წა-ლეკ-ილი (ლეკებისგან გადავლილი), რაც სრულიად განადგურებულს ნიშნავდა. მაგრამ ცოცხალია კახეთი და კახურ მრავალჟამიერს მღერიან!
ნუ გეშინიათ. ეს დედამიწა ჩვენი მოსვლით არ დაბადებულა და არც ჩვენი წასვლით დაიღუპება.
იარსებებს იტალიაც და იარსებებს საქართველოც!
ნუ გეშინიათ!
გაიმამაცეთ გული, თქვენს გულს ვენაცვალე!”, – წერს გიგაური.

FB კომენტარები

კომენტარი