ესტონელი მომღერალი ევროვიზიის შესარჩევ კონკურსზე საქართველოსადმი მიძღვნილი სიმღერით წარსდგა (ვიდეო)

94
SHARE

ეგერთ მილდერი ესტონელი მომღერალია, რომელიც ევროვიზიის შესარჩევ კონკურსზე გამოვიდა. მან საკუთარი სიმღერით ბევრი ადამიანი გააოცა, რადგან სიმღერა თავიდან ბოლომდე საქართველოზეა და კადრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია გადაღებული.

როგორც მილდერი აცხადებს, იგი თბილისში სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და საქართველო ძალიან უყვარს. ტექსტში ისმის სიტყვები: „საქართველო, მუდამ ჩემს გონებაში იქნები!“

“ეს ულამაზესი ქვეყანაა, თავისი უზარმაზარი მთებით, ცხვრის საოცარი ფარებით, რომლებიც მინდვრებში დადიან, ძროხებით, რომლებიც გზებზე წვანან, უგემრელესი კერძებითა და ღვინით, უთბილესი ხალხით და საერთოდ ყველაფრით, რაც მასთან ერთად მოდის. საქართველო მაგიური ქვეყანაა და არ შემიძლია სიტყვებში ჩავატიო ყველაფერი,” – ასე პასუხობს მომღერალი მათ, ვინც ეკითხება, თუ რატომ გადაწყვიტა ევროვიზიაზე აღნიშნული სიმღერით წარდგენა.

FB კომენტარები

კომენტარი