ესპანელმა ნუდისტებმა სანაპირო ზოლის გამოსაყენებლად 7- წლიანი დავა წააგეს

63
SHARE

ესპანელმა ნუდისტებმა ქალაქ კადისში სანაპირო ზოლის გამოსაყენებლად 7-წლიანი დავა წააგეს. ადგილობრივი ხელისუფლება ნუდისტებს ქალაქის საზღვრებში არსებულ სანაპირო ზოლზე გამოჩენას უკრძალავს. აკრძალვის დარღვევა ისჯება ჯარიმით 750 ევროს ოდენობით.
ცნობისთვის, ნატურიზმის ესპანურმა ფედერაციამ უზენაეს სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რომელშიც დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ნუდიზმი, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, შეიძლება იდეოლოგიის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებად ჩაითვალოს. თუმცა სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ კადისის ფარგლებს გარეთ სანაპირო ზოლზე გამოჩენა ნუდისტებს არ ეკრძალებათ. ესპანეთის ტურისტული ხელისუფლების ინფორმაციით, ყოველწლიურად ქვეყანაში 1,5 მილიონი ადამიანი სწორედ ნუდიზმის გამო ჩადის. ასევე დაახლოებით 500 000 ესპანელი რეგულარულად შიშველი ისვენებს ზღვის ნაპირზე.
13296210_1194885207218382_1865961765_n 13278025_1194885200551716_2109106465_n 13282295_1194885197218383_780451514_n

FB კომენტარები

კომენტარი