ეროტიკანარევი მუსიკა

74
SHARE

იმ დღეს, ერთ-ერთ ლაივზე ჯიმი ჰენრიქსის სიმღერა, Hey Joe, გააუაპტიურეს. გიტარის ჟღარუნს გავექეცი და თბილისის ფოტო-ფესტივლის გახსნისკენ ავიღე გეზი. ფესტივალს ჯგუფი The Jetbird ხსნიდა. სამწუხაროდ, ბოლო სიმღერას ძლივს მივუსწარი. ფოტონამუშევრების ნახვამ ცოტა ხნით მიმავიწყა ჰენდრიქსის საფლავში ტრიალი.
უმუსიკოდ დარჩენილი, მეგობრებთან ერთად ვაჩნაძის ქუჩაზე, სახელშეცვლილ ბარს, რენეს, მივადექი. იქ ორი უცნობი მუსიკოსი დამხვდა. მომავალი იმედგაცრუების შიშით, წასლა დავაპირე, თუმცა მოულოდნელად ჩემს გონებაში ორი შემსრულებელი ამოტივტივდა: Damien Rice და Lisa Hanigan.
ყბა ნიკოლოზ რაჭველივით ჩამომივარდა Demien-ისა და Lisa-ს სიმღერა, I Remember, რომ გაისმა. თეთრად შეფაკლული კედლები სმენად იქცნენ. ლაშას და ნინუცას დუეტი ეროტიკისა და ბოევიკს შორის იყო გახლართული. მათმა მუსიკასთან საოცრად დახვეწილმა ურთიერთობამ სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვა.
მუსიკიდან წამოსულმა ემოციამ თვალის გუგებზე ჩაძინებულ ფერებს გამოცოცხლებისკენ უბრძანა. მუსიკა ადამიანის გრძნობანათრევი წარსულიც კი შეიძლება გახდეს… და კიდევ ერთი რამ, ადამიანებს მუსიკალური გემოვნება, ხელოვნება, რწმენა, და ეროვნება კი არა, უბრალო, მარტივი სიყვარული აერთიანებთ. სიმარტივე კი ყველაზე ჯანსაღი და სიყალბეს მოკლებული რამაა. ლაშას და ნინუცას მოსმენისას გიყვარდება, ოცნებობ და თავისუფლდები. ისიც გავარკვიე რომ, ამ ორი საოცარი ადამიანის მოსმენა ინგოროყვას ქუჩაზე, ბარ 1904-ში, პარასკევობით არის შესაძლებელი.

ლექსო მიგრიაული


FB კომენტარები

კომენტარი