ერმალო მაღრაძის ახალი ფილმი – “ერთხელ საქართველოში”

304
SHARE

ზესტაფონელმა რეჟისორმა, ერმალო მაღრაძემ, ერთწლიანი შესვენების შემდეგ, რიგით მეექვსე სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება დაიწყო.
ფილმს “ერთხელ საქართველოში” ჰქვია. სიუჟეტის მიხედვით, მთავარი პერსონაჟი ერთი ჩვეულებრივი პენსიონერია, რომელსაც რეჟისორი თავად განასახიერებს. ძირითადი სცენები თანამედროვე ყოფის სოციალური პრობლემებით იქნება დატვირთული, თუმცა, როგორც ერმალო მაღრაძე ამბობს, მასში კომედიური სცენებიც უხვად იქნება. ფილმის სცენარის ავტორი თავად რეჟისორია. ის ახალ ფილმს, ყველა სხვა დანარჩენი ფილმის მსგავსად, ერთი კამერით იღებს. გადაღებები, მეტწილად, ზესტაფონში მიმდინარეობს.
მსახიობები ერმალო მაღრაძემ საკუთარი გარემოცვიდან შეარჩია.

 

FB კომენტარები

კომენტარი