“ერთ დღესაც მივხვდი, რომ ჩემი ქმრისთვის აღარ ვიყავი სასურველი ქალი” – დაკარგული გოგონას ძიებაში

119
SHARE

“კვირა +” გთავაზობთ წარმატებული ამერიკელი ქალის, მწერალისა და „ბიზნესვუმენის“, ტრეისი ბილდის წერილს, რომელიც მან მსოფლიოს ყველა ქალს მიწერა.
წერილში შეიტყობთ, როგორ შეიცვალა წარმატებული, დაოჯახებული ქალისა და ასევე, 2 შვილის დედის დამოკიდებულება თავისი ქორწინებისა და უშუალოდ, მეუღლის მიმართ.
წერილში მოთხრობილი ამბავი შესაძლოა, დაეხმაროს ქალებს – მოძებნონ გოგონა, რომელიც დაკარგეს და რომელსაც თავისი მეუღლე, ერთ დროს, თავდავიწყებით უყვარდა.
“როდესაც მთელი თავით ჩაფლული კარადას ვალაგებდი, პატარა, წერილებით სავსე ყუთი ვიპოვე.
დავჯექი იატაკზე და წერილების ერთი მეორის მიყოლებით კითხვა დავიწყე.
აღმოვაჩინე, რომ მე ვკითხულობდი სასიყვარულო წერილებს, რომლებსაც უცნობი ქალი ჩემს ქმარს, დევიდს წერდა.
გული მეკუმშებოდა და თვალები ცრემლებით მევსებოდა, როცა ვკითხულობდი წინადადებებს, როგორიცაა:
“გამარჯობა, არაჩვეულებრივო, როგორ არის ჩემი ძვირფასი, სექსუალური, მომხიბვლელი, რომანტიკული, მოსიყვარულე მამაკაცი?”
“ისე მომენატრე, რომ ასე მგონია, გავგიჟდები”.
“ვგრძნობ, რომ რაღაც კარგი უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში”.
ვკითხულობდი და ვფიქრობდი: ვინ არის ეს გოგო?
ვკითხულობდი წერილებს და ვგრძნობდი, როგორ მომიცვა შურმა და ეჭვიანობამ. აშკარა იყო, რომ გოგონა იყო მხიარული, სექსუალური, რომანტიკული და თავდავიწყებით შეყვარებული ჩემს კაცზე.
ვფიქრობდი, განა, ჩემი ქმრის საყვარლის წერილებს ვკითხულობდი? სიმართლე ისაა, რომ ეს არ იყო ჩემი ქმრის საყვარლის წერილები.
ამ წერილების ავტორი მე ვიყავი. გამახსენდა, რომ ოც წელზე მეტის ვიყავი, როცა მას ამ წერილებს ვწერდი.
ძალიან ბევრი გრძნობა დამეუფლა ერთდროულად, მაგრამ ყველაზე მძაფრი სირცხვილის გრძნობა იყოს.
მრცხვენოდა, რომ ეს გოგო დიდი ხნის წინ გაქრა ჩემი ქმრის ცხოვრებიდან და მის მაგიერ 40 წლის დასტრესილი, 2 შვილის დედა დარჩა.
მე აღარ ვუნდოდი დევიდს. ჩვენ ისე ვცხოვრობდით, როგორც მეგობრები. მივხვდი, რომ ჩემში ის გოგონა დაიკარგა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ქმარი, რომელიც ყოველთვის ამხნევებდა თავის მეუღლეს.
ის გოგონა, რომელიც დავკარგე, ყოველთვის იცინოდა, მღეროდა, ცეკვავდა და ყველაფერში სილამაზეს ხედავდა.
ვგრძნობდი, რომ დევიდის წინაშე დამნაშავე ვიყავი. ვწუხდი მის გამო. ჩემი წარმატებული ბიზნესისა და ორი შვილის გამო, დევიდისთვის დრო და ენერგია სრულებითაც აღარ მრჩებოდა. დავხურე ყუთი, შევინახე იქ, სადაც ვიპოვე და მიხვდი, რომ შევიცვალე.
დღეების განმავლობაში ვფიქრობდი ამ წერილებზე. ის ემოცია და ვნება, რაც წერილებში იყო, მათრობდა და მწამლავდა.
მიხვდი, რომ დავიღალე მუდმივად დაღლილად ყოფნით. მინდოდა ის, რაც ოცდარაღაც წლის გოგონას ჰქონდა. უფრო სწორად, მინდოდა ის, რაც მას და ჩემს მეუღლეს გააჩნდათ, ამიტომ დავიწყე ამ გოგონას ძიება.
პირველი, რაც გავაკეთე იყო, მეტად გვემხიარულა ერთად. გადავწყვიტე, ჩვენი ქორწინება გამეხალისებინა: ეს იქნებოდა ცეკვა სამზარეულოში, მოგზაურობები თუ ბარებში სიარული, ჩვენი ურთიერთობა თანდათან უბრუნდებოდა საწყის მდგომარეობას.
ასე ნელ-ნელა დაბრუნდა გოგონა, რომელზეც დევიდი დაქორწინდა.
სიმართლე ისაა, რომ ეს გოგონა მუდმივად იყო აქ, ჩვენთან ერთად, უბრალოდ ის პასუხისმგებლობაში იყო ღრმად ჩაფლული.
დღეს, იყო ქალი, არ არის ადვილი. იმდენი რამ გაქვს მოსასწრები და გასაკეთებელი, ხშირად, დღე-ღამის 24 საათიც არ გყოფნის. მაგრამ ამ გამოცდილებით მე ვისწავლე პრიორიტეტების განსაზღვრა და ჩემი ქმრისთვის მეტი მნიშვნელობის მინიჭება.
ამიტომ ახლა ის ჩემთვის მთავარია. ის მთავარი საქმე, რომელსაც მთელი ჩემი არსებით, თავი უნდა გავართვა.
მე მოგიყვებით 4 ნაბიჯს, რომელთა მეშვეობით, ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა გახალისდა, გაჯანსაღდა და მეტად საინტერესო გახდა.
1. უთხარით კომპლიმენტები. თქვენს მეუღლეს ყოველდღე უთხარით კომპლიმენტი. უთხარით, რომ ის არაჩვეულებრივად გამოიყურება – ეს ის წვრილმანებია, რომლებიც მნიშვნელოვანია ყველა სასიყვარულო ურთიერთობისთვის.
2. გაატარეთ თქვენს მეუღლესთან მეტი დრო. შესაძლოა, მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდე, მაგრამ მაინც არ იყოთ ერთად. ყოველკვირეული ვახშამი მასთან ტრადიციად აქციეთ. თუ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება, მაშ, შეგიძლიათ, 20 წუთს მაინც გამოაღოთ ფანჯარა და ისაუბროთ მასთან, ან მასთან ერთად მიირთვათ ერთი ბაკალი ღვინო, ან უბრალოდ, იცეკვოთ მასთან ერთად სამზარეულოში. მთავარია, რამდენიმე წუთი მაინც გაატაროთ უშუალოდ მის გვერდით.
3. იმხიარულეთ მასთან ერთად. სცადეთ, ახალი რამ გააკეთოთ ერთად. სიახლე მეტად გაახალისებს თქვენს ურთიერთობას.
4. გამოიმუშავე ახალი ჩვევები. ყველაფერი, რასაც წამოიწყებ, ჩვევად აქციე. თუნდაც, მეუღლისთვის ნათქვამი კომპლიმენტები ყოველდღიური უნდა იყოს, რომ ეს გახდეს ჩვევა.
ჩვევად უნდა აქციო ის, რასაც მოაქვს შედეგი, რაც თქვენს ურთიერთობას მეტად საინტერესოს და მხიარულს გახდის.
ქორწინებაში ყოფნა ადვილი არ არის. უნდა ვეცადოთ, ქორწინების გახალისება და ურთიერთობაში მუდმივად სიახლის შეტანა.
ქალის ნამდვილი ბედნიერება ხომ, მისი პირადი ცხოვრებაა.

FB კომენტარები

კომენტარი