ერთი ცნობილი ფოტოს ისტორია…

383
SHARE

ფოტო სახელწოდებით “ჩოგბურთელი” ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია ფოტოგრაფიის ისტორიაში. ის 1976 წელს გადაიღო ფოტოგრაფმა მარტინ ელიოტმა. მოდელი 18 წლის ფიონა ბატლერი გახლდათ. ოდესღაც ფიონა დიდი ჩოგბურთით იყო გატაცებული. გადაღებების დროს მოდელმა მაცდურად აიწია კაბა იმის საჩვენებლად, რომ საცვლები არ ეცვა. ფოტო ელიზაბეტ მეორის ვერცხლის იუბილის კალენდრის გასაფორმებლად გამოიყენეს, შედეგად კალენდარი 2 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა.
გადაღებებიდან მეორე დღეს მარტინ ელიოტმა მდიდარმა და ცნობილმა გაიღვიძა. თუმცა, ამის შემდეგ წარმატებული ფოტოგრაფის კარიერა ვეღარ გააგრძელა. მასთან თანამშრომლობაზე ყველა თავს იკავებდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ მისი საკომისიო ძალიან ძვირი დაჯდებოდა.
ელიოტი 2010 წელს გარდაიცვალა. ფიონა ბატლერი, რომელსაც კალენდრის გაყიდვიდან არანაირი ფული არ მიუღია, საბოლოოდ მილიონერს გაყვა ცოლად და განაცხადა, რომ არ ცხვენია და არ ნანობს არც ფოტოსესიას და არც იმ ფაქტს, რომ ფული არ აუღია.
წყარო: http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი