ერეკლე დეისაძე: „ახალ ნარკოტიკზე შევჯექი, სახელად თინათინ დეისაძე“

274
SHARE

თიკო სადუნიშვილი, თინათინ დეისაძე გახდა. ცნობილმა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სახელიც შეიცვალა და გვარიც, რაც როგორც აღმოჩნდა, მისი და ერეკლე დეისაძის ერთად ყოფნას უკავშირდება.
ფოტოები, სადაც წყვილი ერთად იმყოფება, სოციალურ ქსელში მალევე გახდა განხილვის თემა. ზოგი ამას ხუმრობად აღიქვამდა, რაც ამ ორი ადამიანისგან გასაკვირი ნამდვილად არ იქნებოდა. უფრო მეტიც, მომღერალმა, სტეფანე მღებრივილმა თიკოს და ერეკლეს ერთობლივ ფოტოზე კომენტარიც კი დატოვა: „ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს“.
გადავწყვიტეთ გაგვეგო, თიკოს და ერეკლეს ერთად ყოფნის ამბავი ჭორია თუ სიმართლე. ამის გასარკვევად, ერეკლე დეისაძეს დავუკავშირდით, რომელმაც კომენტარი გააკეთა:
„მონასტერში ვიყავი, “ლომკის” გადასაგდებად, ერთ დღეს თიკოც ამოვიდა მეგობრეთან ერთად, ყველაფერი თავდაყირა დადგა, ძალიან ლამაზი იყო. იქ ბევრი ვისაუბრეთ და ერთმანეთს მარტივად გამოვუტყდით გრძნობებში.
ჯვრისწერას, არ ვიცი, ვაპირებთ თუ არა, მაგრამ წინააღმდეგი არ ვიქნები, უკვე მეჯვარეც შერჩეული მყავს.
მონასტერში მე საბოლოოდ ვთქვი უარი ყველაფერზე და ახალ ნარკოტიკზე შევჯექი, სახელად თინათინ დეისაძე.“

წყარო: www.okmagazine.ge

FB კომენტარები

კომენტარი