ეპისკოპოსმა სკოლის მოსწავლეებს აუხსნა, როგორ იბადებიან ჰომოსექსუალები (ვიდეო)

183
SHARE

კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსმა, ნეოფიტოს მასურასმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჰომოსექსუალები იმ შემთხვევაში იბადებიან, თუ ორსულობისას ქალს ანალური სექსი აქვს – ინფორმაციას “დეილი მეილი” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ერთ-ერთ კერძო სკოლის მოსწავლეებს ხვდებოდა, რა დროსაც ახსნა, თუ რატომ იბადებიან ჰომოსექსუალი ადამიანები. „ეს მშობლებს შორის არაბუნებრივი სექსუალური აქტის დროს ხდება, უფრო კონკრეტულად – ანალური სექსის დროს… წმინდა პორფირი ამბობდა, რომ თუ ქალს ეს მოსწონს, შემდეგ ეს სურვილი ბავშვს გადაეცემა“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა.

FB კომენტარები

კომენტარი