ენ ჰეტეუეი ვოკალურ კონკურსში ემილი ბლანტს დაუპირისპირდა – ვიდეო

102
SHARE

მსახიობმა ენ ჰეტეუეიმ მონაწილეობა მიიღო შოუში Lip Sync Battle, რომელშიც ვარსკვლავები ფონოგრამის აკომპანემენტით პოპულარულ სიმღერებს ასრულებენ. ამჯერად ჰეტეუეი მსახიობ ემილი ბლანტს ეჯიბრებოდა.
შოუს პირველ ნაწილში ჰეტეუეიმ შეასრულა მერი ჯეი ბლაიჯის სიმღერა: „Love“, ხოლო ბლანტმა ამას ჯგუფ Backstreet-ის კომპოზიციით: „No Diggity“ უპასუხა.
შესვენების დროს მსახიობებმა ერთმანეთის მიმართ მწარე ფრაზები „ისროლეს“. ბლანტმა ჰეტეუეის თეძოების მოძრაობებს „იაფფასიანი“ უწოდა, ხოლო ენმა ამაზე უპასუხა – „ემილიმ იცის, რა არის იაფფასიანი“.
თუმცა ბრძოლის კულმინაცია წინ იყო. ემილიმ ერმა ფრანკლინის „Piece Of My Heart“ შეარულა, რაზეც ჰეტეუეიმ მაილი საირუსის „Wrecking Ball“-ით უპასუხა. სიმღერის შესრულების დროს მსახიობმა რამდენიმე უხერხული ჟესტი აჩვენა, რომელიც თავის მოწინააღმდეგეს მიუძღვნა.

FB კომენტარები

კომენტარი