ენერგია სექსის დროს

252
SHARE

ყოველი სქესობრივი კავშირის დროს ქალსა და მამაკაცს შორის ენერგიის გაცვლა ხდება. მამაკაცი ქალში საკუთარ ინფორმაციას ტოვებს დნმ-ის სახით და ახალი სიცოცხლის წარმოქმნაში მონაწილეობს. ეს ენერგია ქალის სხეულში რჩება. სხვადასხვა პარტნიორის ყოლის შემთხვევაში, ემოციური სიგნალები ერთმანეთს ერევა და ორგანიზმის დაბინძურებას იწვევს. ორგანიზმში ცვლილებები ფიზიკურ და სულიერ დონეზე მიმდინარეობს.

სქესობრივი აქტის დროს ენერგიის გაცვლა მაინც ხდება მიუხედავად იმისა, იყენებთ თუ არა თავდაცვის საშუალებებს. პრეზერვატივი ენერგიის გაცვლას ხელს ვერ შეუშლის. ის მხოლოდ ქალის დაორსულებას აგაცილებთ თავიდან. თუნდაც, ამიტომ არაა მისაღები ,,შემთხვევითი’’ სექსი.

ენერგიის ასეთი ძლიერი ურთიერთგაცვლის შემდეგ გონებაში ღრმად რჩება კვალი, რომელიც თავისთავად არ განიწმინდება. ,,შემთხვევითი’’ სექსის დროს კი თქვენ იმ ადამიანების ენერგიასაც იზიარებთ, ვისთანაც თქვენს პარტნიორს სექსი ჰქონია.

სექსი მხოლოდ სიამოვნების მიღების საშუალება არაა. სქესობრივი აქტის შემდეგ ჩვენს ქვეცნობიერში ძალიან ბევრი ცვლილება მიმდინარეობს, რასაც ჩვენ ვერც ვხვდებით. რაც უფრო ხანგრძლივია სექსი, მით უფრო დიდია პარტნიორის გავლენა. ამიტომაა აუცილებელი, პარტნიორის სწორად შერჩევისას ძალიან ბევრი ფაქტორი გაითვალისწინოთ.

თქვენს სქესობრივ პარტნიორთან თავს აუცილებლად კომფორტულად უნდა გრძნობდეთ. სქესობრივ პარტნიორს მხოლოდ ფიზიკურად კი არა, სულიერადაც უნდა უგებდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები ინტიმურ ურთიერთობაშიც იჩენს თავს. ოჯახური კონფლიქტები, უმეტეს შემთხვევაში, მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრების გამო ხდება. პარტნიორს ბოლომდე უნდა ენდობოდეთ და მეგობრობდეთ კიდეც. მასთან არ უნდა გრცხვენოდეთ, გამოხატოთ თქვენი ემოციები. თუ ერთმანეთის უსიტყვოდ არ გესმით, დაელაპარაკეთ. მთავარია, რომ მეორე ნახევარს დაუკმაყოფილებლობის შეგძნება არ ჰქონდეს. სექსუალური სურვილების დაკმაყოფილება მხოლოდ ორგაზმით არ განისაზღვრება. ენერგიის დარღვევას ორგანიზმში მთელი რიგი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ამიტომ, კარგად დაფიქრდით, სანამ პარტნიორს შეარჩევდეთ. მზად ხართ, რომ მასთან გაატაროთ მთელი ცხოვრება?

წყარო:http://oxford-med.ge/

FB კომენტარები

კომენტარი