ემოციური შემთხვევა თბილისის მეტროში – “ბიჭი ბავშვის გადასარჩენად ლიანდაგზე ჩახტა”

900
SHARE

 

სოციალურ ქსელში თბილისის მეტროში მომხდარი ამბავი გავრცელდა.
“ვდგავარ სადგურზე, ველოდები მეტროს, გარშემო ბევრი ხალხი იყო, პიკის საათში მომიწია მგზავრობა. მეტროს მოსვლამდე წამები იყო დარჩენილი. უცებ ხმაური ატყდა, გავიხედე და რას ვხედავ, პატარა ბავშვი ლიანდაგზე ჩავარდა. ერთი ამბავი ატყდა, მატარებელი საცაა მოვიდოდა. ყურებში განწირული დედის კივილი მესმოდა “მიშველეთ, შვილი გადამირჩინეთო”. ერთი წამიც არ იყო გასული ერთი ახალგაზრდა ბიჭის ლანდს მოვკარი თვალი, უცებ ჩახტა ლინდაგებზე, წაქცეულ და მტირალ ბავშვს ხელი მოჰკიდა და იქვე მდგარ მამაკაცს ხელში მიაწოდა.
უცნობმა კაცმა ბიჭს უყვირა სასწარაფოდ ამოსულიყო, ხალხმა ყვირილი დაიწყო მატარებელი გაჩერებულიყო, ვუყურებდი როგორი განწირული სახე ჰქონდა ამ ბიჭს ბოლო წამებში. ამოსვლა დააპირა, მაგრამ მატარებელი ელვის სისწრაფით მოდიოდა, ვეღარ გავუძელი და სიმწრისგან თვალებზე ხელი ავიფარე.
მატარებელმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭმა შეძლო და მოახერხა ბაქანზე ამოსვლა. ყველა გაკვირვეული უყურებდა ამ ბიჭს. ყველამ შეაქო და მადლობები უხადეს, სულ უცხო ხალხმაც კი. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა როდესაც ამ ბიჭს პატარის დედა გადაეხვია და “უფლისგან მოვლენილი ანგელოზი” უწოდა.
მეგობრებო, გვიყვარდეს ერთმანეთი. პატივი ვცეთ, დავეხმაროთ ერთმანეთს. მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული თუ გადაგვარჩენს”,- წერს პოსტის ავტორი.
ამბავს სოცქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კომენტარებში ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებდნენ.

FB კომენტარები

კომენტარი