ემოციური ფოტოპროექტი ცირკის მსახიობების მძიმე ცხოვრების შესახებ (ფოტოკოლაჟი)

63
SHARE

ჯამბაზები და ცირკის სხვა მსახიობები ხშირად რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ სევდიანი და დაღლილი ადამიანები არიან. თან არცთუ უმიზეზოდ. მაყურებლებისთვის დღესასწაულის მოსაწყობად, მათ მძიმე და დამღლელ რუტინაში უწევთ ცხოვრება. რაღა უნდა ვთქვათ, იმ ცირკის მსახიობებზე, რომლებიც ვიეტნამში ცხოვრობენ.
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში ცირკის არტისტები ვერაფრით იოცნებებენ რაიმე სახის კეთილდღეობაზე და ლაღ ცხოვრებაზე. თითქმის ყოველდღე ეს მამაცი, ძლიერი და საოცარი ადამიანები გროშებისთვის საკუთარ ცხოვრებას და ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ.
ბარსელონელი ფოტოგრაფი, კრისტიან როდრიგესი ვიეტნამში იმისთვის ჩავიდა, რომ გადაეღო გულისამაჩუყებელი და ემოციური პროექტი ვიეტნამის ცირკის არტისტების შესახებ. მას არ აინტერესებდა ფერადი კოსტიუმები, გრიმი, პროჟექტორების შუქები, ღიმილი და აპლოდისმენტები. ის, რისი ჩვენებაც მას სურდა, ეს ცირკის მუშაკების კულისებს მიღმა ცხოვრებაა. ყოველი მათი დღე, ტრავმები, სისხლი და ოფლის ღვრა და უკეთესი მომავლის დაკარგული იმედი.

FB კომენტარები

კომენტარი