ემოციური ლექსი, რომელსაც ტრაგიკულად გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი ჯიბით ატარებდა

677
SHARE

ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში ლექსი იპოვეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების მიერ აღმოჩენილი ლექსი ცხინვალის ტელევიზიამ გამოაქვეყნა. „კვირა +“ გთავაზობთ არჩილ ტატუნაშვილის ლექსს:

„სისხლის გუბეში მარტოკა სხეულს
წვიმის წვეთები თითებს დაჰყვება
ჩამორეცხილი სისხლის წვეთები
ქართული მიწის ნაპრალს ჩაჰყვება.
ვერ შეგვაჩერებს ტყვიების წვიმა
და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით
ვდგევართ უდრეკად ბოლო წვეთამდე
სიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით.
თვალებს დავხუჭავთ ვაჟკაცურად ყველა
ახალგორს მაინც არავის მივცემთ
დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად
რადგან მომავალს ერთობა მივცეთ
გადამწვარ ველზე დახუჭულ თვალებს
გადაეკვრება როდესაც ბინდი
ძმათა საფლავთან ნაომარ მხარეს
დარჩება გვამი, უცნობი ბევრის
ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა
თვალცრემლიანი მშობელი დედა
ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს
რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება“.

FB კომენტარები

კომენტარი