ემოციური ისტორია – როგორ უვლიდა უცხო ტურისტს გარდაცვალებამდე ქალბატონი

1803
SHARE

რუსი ტურისტი, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე გაუუარესდა, რომ 10 წელი თურქი ქალბატონი უვლიდა, ანტალიაში დაიღუპა.

რუსეთის მოქალაქე 10 წლის წინ თურქეთში სამოგზაუროდ წავიდა და შემთხვევით, ავტოკატასტროფის გამო, საავადმყოფოს რეანიმაციაში აღმოჩნდა. მედპერსონალმა მომხდარის შესახებ პაციენტის ნათესავებს შეატყობინა, თუმცა, მის სანახავად თურქეთში არავინ ჩავიდა. როდესაც კლინიკაში თურქმა ქალბატონმა – გულსუმმა ამის შესახებ შეიტყო, რუსი ახალგაზრდა სახლში წაიყვანა და მას შვილივით უვლიდა.

10 -წლიანი ბრძოლა სიკვდილთან 2018 წლის 23 იანვარს დასრულდა. თურქმა ქალბატონმა რუსი ტურისტი ანტალიაში დაკრძალა.

„ეს ღვთისნიერი ქალბატონი ანტალიაში მცხოვრები გულსუმია;
2008 წელს საავადმყოფოში ნათესავის სანახავად მყოფმა, შემთხვევით გაიგო, რომ იქვე პალატაში იწვა ახალგაზრდა კაცი, ტურისტი, რომელიც ავტოავარიაში მოყვა და სხეულის მრავლობითი ტრავმის გამო, ყოველგვარი რეაქცია დაკარგა;
საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ვერ მიაგნო მის ნათესავებს, შემდეგ გაირკვა, რომ ტურისტი რუსეთის მოქალაქე იყო და მიუხედავად იმისა, რომ მისმა არაადამიანმა ნათესავებმა გაიგეს მისი ამბავი, არ ჩამოაკითხეს იმის შემდეგ, რაც გაიგეს მისი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ(ასე ამბობენ ანტალიაში)!
გულსუმ დეიდამ შვილებთან და მეუღლესთან მოკლე საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, სახლში წაეყვანა და მოევლო მისთვის;
სახელად უმუტი დაარქვა (თურქულად უმუტ-იმედი).
თითქმის 10 წელი უვლიდა საკუთარი შვილივით;
23 იანვარს უმუტი გარდაიცვალა!
“არ მეგულება ჩემს ირგვლივ ადამიანი, ჩემი თავის ჩათვლით, ვინც ამ გმირულ და არარეალურ ნაბიჯს გადადგამდა! ასეთ ადამიანებზე დგას მსოფლიო! “ – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი დავით თედეშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი