ემოციური ისტორია მზია კვირიკაშვილზე – რა მოხდა მაცხოვრის საფლავზე (ფოტოები)

293
SHARE

ირაკლი ლომაია სოციალურ ქსელში, მზია კვირკაშვილის აქამდე უცნობ ფოტოებს აქვეყნებს და მსახიობის შესახებ საინტერესო ისტორიას იხსენებს.
„ეს ფოტოები ექსკლუზივია, რომელიც ამდრომდე არასოდეს არავის გინახავთ და ეხლა რომელ ისტორიასაც მოვყვები, არასოდეს არათუ ჟურნალისტებთან არამედ კაციშვილთან არ მითქვამს. ეტყობა ასე იყო საჭირო, დღევანდელ დღეს უნდა მეთქვა. – ამ ფოტოზე ქალბატონი მზია კვირიკაშვილია, ამ დროს ჩვენ იერუსალიმში გახლდით. ეს ზუსტად ის პერიოდია როდესაც რუსეთმა საქართველო აგვისტოს ომის დროს დაბომბა და გაწყვიტა ქართველები. ეს ამბავი როგორც კი მოხდა ჩვენ შევცვალეთ გეგმები და ზუსტად ამ დღეს გამოვფრინდით სამშობლოში, მაგრამ ამ ფოტოების ისტორიას, რომელსაც ეხლა მოვყვები მინდა თქვენც იცოდეთ.
მაშინ როდესაც ტელევიზიით გავიგეთ ავბედითი ამბები ქალბატონი მზია კვირიკაშვილი ცხარე ცრემლებით ატირდა, ფიზიკურად ვერ ვაჩერებდი! საოცრად განიცდიდა. და ოლოს ზუსტად გამოფრენის დღეს მაშინ როცა გაფრენამდე თითქმის რაღაც საათები იყო დარჩენილი და აეროპორტში მოვდიოდით, მზიამ სპონტანურად მითხრა : – იკა გემუდარები, ეხლავე მოაბრუნე მძღოლი, დრო გვაქვს და სასწრაფოდ მაცხოვრის საფლავზე ამიყვანეო”. ვუთხარი ეს როგორ მოხერხდება, შეიძლება დავაგვიანოთ, თან გაჩაღებული ომია და ადვილად შესაძლებელია საქართველოში ფრენები შეწყდეს და ჩავრჩეთ აქთქო. მაგრამ მიუხედავად ჩემი თხოვნისა მან დაჟინებით მთხოვა: ”იკა გააჩერე და მაცხოვრის საფლავთან მიმიყვანეო”. ეგ იყო და ეგ. მანქანა მძღოლს მოვაბრუნებინე და საოცარი სიჩქარით გავფრინდით იერუსალიმისკენ.
იმდენად ცოტა დრო გვქონდა იქ მისულს იმის ფუფუნება ნამდვილად არ გვქონდა, რომ ჩალაგებული ჩემოდნები ამოგველაგებინა და მზიას ტანზე რაიმე მოეცვა – ეს დროის სიმცირის გამო ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ქალბატონი მზია შევარდა უცებ გიჟივით და ცხარე ცრემლები სდიოდა. არავინ და არაფერი აინტერესებდა ირგვლივ – უცებ მოწყვეტით დაეცა მაცხოვრის დასვენების საფლავზე და პირველ ხმაზე დაიწყო ხმამაღლი მოთქმა-ვედრება.. დღემდე ყურში ჩამესმის მისი სიტყვები:
— ”დიდება მამასა, ძესა და სულიწმინდას.. დიდო მაცხოვარო უფალო, მუხლმოდრეკით გევედრები დაიცავი ჩემი სამშობლო, დაიცავი ჩემი სამშობლოს შვილები და გთხოვ იქ ჩასულს დამახვედრე მშვიდობაო” – ზუსტად ამ სიტყვებს გაუჩერებლად ცხარე ცრემლების ღაპაღუპის თანხლებით ხმამაღლა გოდებდა და სთხოვდა მაცხოვარს თქვენს მშვიდობას.
ეს დღე აღარასოდეს წაიშლება ჩემი ცხოვრებიდან, რამეთუ ეს დღე აღარასოდეს დამავიწყდება… ამ ფაქტის წერით თქვენამდე გადმოტანა შეუძლებელია. ეს სცენა თქვენ რეალში რომ გენახათ აუცილებლად ატირდებოდით. მეც რათქმაუნდა ვიდექი ვლოცულობდი, ვტიროდი და უცებ მერე მივხვდი თუ რაოდენ დიდ ლეგენდასთან მქონდა საქმე, გამოვფხიზლდი და ეს ექსკლუზიური ფოტოები გადავიღე. მერე მძღოლსაც ვთხოვე ჩვენთვისაც გადაეღო ფოტოები და დროის სიმცირის გამო უმალ გავექანეთ ბენგურიონის საერთაშორისო აეროპორტში. მთელი გზის განმავლობაში ტიროდა, ვერაფრით ვამშვიდებდი.. აეროპორტში მისულს წამებით სასწაული მოხდა და დაგვრთეს ნება გამონაკლისის სახით, რომ რეგისტრაცია გაგვევლო და მშვიდობით გამოვფრინდით სამშობლოში“,- წერს ირაკლი ლომაია.

Comments

comments