ემოციური ისტორია დედაზე, რომელსაც არ სურდა გარდაცვლილ 12 წლის შვილთან დამშვიდობება

660
SHARE

დეიზი ნიმმო ლონდონში იშვიათი გენეტიკური პათოლოგიით დაიბადა. მას კოსტელოს სინდრომი ჰქონდა. გოგონამ უფრო მეტ ხანს იცოცხლა, ვიდრე ამას ექიმები პროგნოზირებდნენ, თუმცა ავადმყოფობამ მაინც გაიმარჯვა. 12 წლის ასაკში დეიზი გარდაიცვალა. მის დედას, სტეფანის გაუჭირდა მომხდარის მიღება და ის მთელი კვირა შვილის ცხედარს სახლში ინახავდა. დედამ წარმოიდგინა, რომ მის შვილს უბრალოს სძინავს. კოსტელოს სინდრომმა დეიზის ხანგრძლივი ცხოვრების შანსი არ დაუტოვა. მისმა დედამ ყოველთვის იცოდა, რომ ერთხელაც შვილთან დამშვიდობება მოუწევდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ მომენტის დადგომის დროს, მზად არ აღმოჩნდა. გოგონა ლონდონში, ერთ-ერთ ჰოსპისში გარდაიცვალა და ოჯახმა მისი ცხედარი სახლში გადაასვენა. სახლში დეიზი საწოლზე დააწვინეს, რომელიც მულტფილმების პერსონაჟების ნახატებით იყო გაფორმებული. სპეციალური მატრასი, რომელიც ჰოსპისმა მისცა, მის სხეულს გახრწნის საშუალება არ მისცა. შესაბამისად სტეფანის მთელი გამოსამშვიდობებელი კვირა მოაწყო. ის დარწმუნებულია, რომ ბევრ ოჯახს სურს ჰქონდეს ასეთი შესაძლებლობა. „მე მას მულტფილმიდან მუსიკა ჩავურთე, დავანთე სანთლები. მე და ბავშვები მის ოთახში შევდიოდით ისე თითქოს მას ეძინა. სულ ველოდი, რომ გაიღვიძებდა და მეტყოდი-„წადი, დედა!“ დედა აღიარებს, რომ ეს უკანასკნელი კვირა დაეხმარა მას შვილის დაკარგვის გადატანაში. ის არ იყო დროში შეზღუდული და ნელ-ნელა შეეძლო დეიზის სიკვდილი გაეთვითცნობიერებინა.
„შეიძლება ვინმემ თქვას-„ღმერთო, რა უცნაურია“, მაგრამ იმ მომენტში ეს ყველაფერი აბსოლუტურად ბუნებრივი იყო. ვგრძნობდი, რომ დავიბრუნე. მე ის სამედიცინო სივრციდან დავიბრუნე და ის უბრალოდ იყო პატარა გოგო, რომელიც საწოლში იწვა.“ სტეფანიმ შვილს რამდენიმე უკანასკნელი ფოტო გადაუღო. ის ყვება, რომ დეიზის ბოლო თვეები იყო საშინელი, გარდაცვალების შემდეგ კი ის ისეთი გახდა, როგორც ადრე-დამშვიდებული და წყნარი. „ეს კარგი ფოტოებია-აპარატების და მილების გარეშე. დეიზი ძალიან მშვიდად გამოიყურება. საღამოობით მის ოთახში ვიჯექი, კოქტეილს ვსვამდი და მის დაკრძალვის საკითხებს ვგეგმავდი. ის კი ჩემთან ერთად იყო. ჩემი მეგობრებიც მოდიოდნენ და მას ემშვიდობებოდნენ. ყველაფერი ძალიან სწორი იყო. ჩვენ მას დაკრძალვისთვის ვამზადებდით და ვემშვიდობებოდით”, – ამბობს დედა, რომელსაც ავადმყოფობამ 12 წლის შვილი წაართვა.

FB კომენტარები

კომენტარი