ემინემმა ტრამპის საწინააღმდეგო კლიპი გადაიღო (ვიდეო)

83
SHARE

ამერიკელმა რეპერმა ემინემმა ახალი კლიპი, „წინასაარჩევნო საუბარი“ გადაიღო. მასში ცნობილი რეპერი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს აკრიტიკებს. თავის 8-წუთიან კომპოზიციაში ემინემი ტრამპს უწოდებს ადამიანს, რომლისგანაც შეიძლება ყველაფერს ელოდო. ის ყველას „ამ წყეულ კანდიდატთან სიფრთხილისკენ“ მოუწოდებს. რეპერი თავის კომპოზიციაში ჯორჯ ციმერმანსაც იხსენებს, რომელმაც 2012 წლის თებერვალში 17 წლის უიარაღო შავკანიანი მოკლა.
მანამდე ტრამპი სხვა ცნობილმა მომღერლებმაც გააკრიტიკეს. ასე მაგალითად, ჯგუფ „პინკ ფლოიდის“ ერთ-ერთმა შემქმნელმა, როჯერ უოტერსმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით ტრამპის გეგმები გააკრიტიკა.

FB კომენტარები

კომენტარი