ემილი რატაკოვსკიმ განსაკუთრებულად ეროტიკული საცურაო კოსტიუმი წარმოადგინა ( ვიდეო და ფოტო)

163
SHARE

27 წლის ამერიკელმა მოდელმა და მსახიობმა ემილი რატაკოვსკიმ საკუთარი ბრენდის საცურაო კოსტიუმის რეკლამირებაში მთელი თავისი სკანდალურობა და ეროტიკულობა ჩადო. გოგონამ ბრენდ Inamorata-ს მიერ წარმოებული საცურაო კოსტიუმი, სახელწოდებით „Leucadia“ თავად მოირგო და სექსუალური მიხვრა-მოხვრით წარუდგინა გამომწერებს „ინსტაგრამზე“. მოდელს ამ სოციალურ ქსელში 18,8 მილიონი გამომწერი ჰყავს.
ბორდოსფერი, თამამი საცურაო კოსტიუმის ფასი 160 დოლარია. საცურაო კოსტიუმი არ ფარავს მკერდის ნაწილს, თეძოებს და ზურგს, აქვს მკერდთან გრძელი ჭრილი. პოსტს კი რატაკოვსკიმ ასეთივე პროვოკაციული წარწერა დაურთო – „Leucadia“-დან გოგო შეგიძლიათ ამოიყვანოთ, მაგრამ…“
ემილი თავისი სხეულის ფორმებს მუდამ წინა პლანზე სწევს და უამრავ ეროტიკულ ფოტოს თუ ვიდეოს აქვეყნებს.

Comments

comments