ემილია კლარკი: “სერიალის ფინალური სეზონის გადაღებამდე ჰიტლერის გამოსვლების ჩანაწერებს ვუსმენდი”

77
SHARE

Variet-მა გაავრცელა ინტერვიუ, რომელშიც “სამეფო კარის თამაშების” ერთ-ერთი მსახიობი, ემილია კლარკი ჩაწერა.

ემილია კლარკი ფინალური ეპიზოდის გადაღებამდე ცნობილი დიქტატორების ჩანაწერებს ისმენდა, მათ შორის – ჰიტლერისას.

“ჩემთვის გაუგებარ ენაზე ბევრი დიქტატორის გამოსვლას მოვუსმინე, რაც ძალიან დამეხმარა მერვე სეზონის ფინალური ეპიზოდის თამაშისთვის”, – თქვა ემილია კლარკმა.

ფინალური სეზონის ბოლო სერიაში ბოროტ პერსონაჟად ქცეული დედოფალი საკუთარ არმიას მიმართავს და მთელს სამყაროს გადარჩენისკენ მოუწოდებს.

FB კომენტარები

კომენტარი