ემზარ კვიციანი: გავრილოვმა მითხრა, მშობლები მყავს დასაფლავებული თბილისშიო

448
SHARE

“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა პარლამენტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლის შემდეგ გამოწვეული პროტესტის კომენტირებისას  ვერის პარკში განაცხადა, რომ გავრილოვი “პროქართველია” და მას არ აქვს აღიარებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა. კვიციანი, ასევე, აცხადებს, რომ იგი მზად არის, მოლაპარაკებების მაგიდასთან რუს დეპუტატებთან ერთად დაჯდეს.

„მე მზად ვარ, რუს დეპუტატებთან ერთად დავჯდე ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ სალაპარაკოდ და არ ვარ მზად, ჩემი ქვეყნის საზიანოდ წავიდე და რაღაც თამაშები ვითამაშო. მე მივმართე გავრილოვს და ვკითხე, რატომ მოხვედი. მე მშობლები მყავს დასაფლავებული თბილისშიო, იქ ვაპირებ ახლა წასვლასო. საქართველო ჩემი სამშობლოაო. ხომ ხედავთ, სად დაარტყეს? გავრილოვი არის პროქართველი, ამიტომაც მოხვდა დღეს მას. მას, უშუალოდ, არ აქვს აღიარებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“. დამიდონ ერთი ფაქტიო. მერე მეც დავმშვიდდი და მეც მშვიდად ველაპარაკე, შენი მეშვეობით შემოვარდა ეს ხალხი აქ და ამას მოსკოვი აკეთებს შენი მეშვეობით-მეთქი… ბიძინა, ბოკერია და სააკაშვილი ერთი კამანდა. საქართველო ასეთი მოქმედებებით წინ ვერასდროს წავა“, – განაცხადა კვიციანმა.

FB კომენტარები

კომენტარი