ემა უოტსონი, უილ სმიტი, ადრიანა ლიმა, იორდანიის დედოფალი და სხვები – ვახშამზე თეთრ სახლში (ფოტოკოლაჟი)

249
SHARE

 

ვაშინგტონში თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიური ვახშამი გაიმართა. წვეულებაზე ემა უოტსონი, კენდალ ჯენერი, ჰელენ მირენი, ტეილორ ჰეკფორდი, უილ სმიტი და ჯადა პინკეტი, ადრიანა ლიმა, ჯარედ ლეტო, იორდანიის დედოფალი – რანია და სხვები იმყოფებოდნენ.

ოფიციალურ რეზიდენციაში სტუმრებს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ქვეყნის პირველი ლედი მიშელ ობამა დახვდნენ. ობამას ოჯახი ამ ღონისძიებას ბოლოჯერ მასპინძლობს, რადგან 8 ნოემბერს აშშ-ში ახალ პრეზიდენტს ირჩევენ. საღამოზე ბარაკ ობამა თავისუფლად იქცეოდა და ხუმრობდა დონალდ ტრამპზე, რომელიც ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა, ჰილარი კლინტონზე, რომელიც, ობამას მოსაზრებით, მის თანამდებობას დაიკავებს და, საკუთარ თავზე, ბარაკ ობამაზე, რომელიც 8 წლის განმავლობაში პრეზიდენტად მუშაობით დაიღალა. საკუთარი სიტყვის დასასრულს, ობამამ თქვა: „ბარაკი ქედს იხრის“ და უეცრად მიკროფონი დაუვარდა.

FB კომენტარები

კომენტარი