ემა უოტსონის და მისი შეყვარებულის ვნებიანი კოცნა (ფოტო)

89
SHARE

პაპარაცებმა „ჰარი პოტერის“ ვარსკვლავი ემა უოტსონი მექსიკაში რომანტიკული არდადეგების დროს დააფიქსირეს. ის თავის ბოიფრენდ ბრენდან უოლესთან ერთად ისვენებს.
წყვილი რესტორანში სადილის დროს საუბრისას გადაიღეს. შეყვარებულები მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ და არც ვნებიან კოცნაზე ამბობდნენ უარს.
რამდენიმე თვის წინ, ივნისში, დაახლოებით, ასეთივე ვითარებაში, ოღონდ სხვა შეყვარებულთან ერთად უოტსონი ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს. ის თავის ამჟამად უკვე ყოფილ ბოიფრენდ კორდ ოვერსტრიტს კოცნიდა. მათ ერთმანეთი იმის შემდეგ გაიცნეს, რაც ემა კომპიუტერულ გენიოსს უილიამ ნაიტს დაშორდა.
უოტსონის ახალი შეყვარებული კი ბიზნესმენია. ის საინვესტიციო კომპანია Fifth Wall-ის თანადამფუძნებელი და პარტნიორია, ასევე კომპანია Uber -ის ლათინო-ამერიკული ვერსიის «Cabify“-ის თანადამფუძნებელი.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ უოტსონისგან მედიამ შემდეგი რამ მოისმინა – „შევამჩნიე, რომ ჰოლივუდში როდესაც ვინმეს ხვდებით, საბოლოო ჯამში ეს თქვენი ფილმის ან სპექტაკლის „დასაქოქად“ ხდება. აუცილებლად შემეზიზღებოდა ადამიანი, რომ მეგრძნო, რომ მე შოუს ნაწილი ვარ.“

FB კომენტარები

კომენტარი