ელტონ ჯონი თავისი ქონების შვილებისთვის დატოვებას არ აპირებს

92
SHARE

ელტონ ჯონი შვილების აღზრდის შესახებ მედიას გულახდილად ესაუბრა. მუსიკოსს 2 შვილი – 5 წლის ზაკარი და 3 წლის ელაიჯი ჰყავს. ელტონ ჯონიმ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მის ფულთან მის შვილებს არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეთ. ის სულაც არ გეგმავს, რომ გარდაცვალების შემდეგ ფული მათ დაუტოვოს.
„მე სულაც არ მინდა, რომ მრავალმილიონიანმა მემკვიდრეობამ მათ ცხოვრება დაუნგრიოს. არასწორი იქნებოდა, რომ მათ ეს ფული ასე უბრალოდ და მარტივად მიეცეთ. მე მინდა, ისინი შრომას მივაჩვიო და შრომისმოყვარე ადამიანებად აღვზარდო“,- აცხადებს ელტონ ჯონი.
სპეციალისტები მუსიკოსის ამჟამინდელ ქონებას 200 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებენ. ეს ფული მან 50- წლიანი მუსიკალური კარიერის შედეგად დააგროვა.
როგორც მომღერალმა და კომპოზიტორმა განმარტა, მის შვილებს მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩებათ, ხოლო დარჩენილ ნაწილს კი ის ქველმოქმედებისთვის გამოიყენებს. მომღერლის განცხადებით, ის შვილებს მკაცრად ზრდის.
„ჩვენთან სახლში დაჯილდოების წესი დავამკვიდრეთ. ბავშვები თავად რეცხავენ თავიანთ ჭურჭელს და სახლის დალაგებაში მონაწილეობენ. დღის ბოლოს ისინი „ვარსკვლავებს“ იღებენ დამსახურების მიხედვით. გვაქვს სპეციალური დაფა, სადაც მათ მიღწევებს აღვნიშნავთ“, – სიამაყით განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ელტონ ჯონიმ.
მომღერალი თავად ხელმოკლე ოჯახში გაიზარდა. „ყველაფერი, რაც მაქვს, ჩემი მძიმე შრომით გამაჩნია. მე მინდა ჩემმა შვილებმა ფულის ფასი იცოდნენ. უყვარდეთ სამუშაო და თავის საქმეში მაქსიმუმს მიაღწიონ“,- აცხადებს მუსიკოსი.

FB კომენტარები

კომენტარი