ელტონ ჯონი დღეს 69 წლის გახდა

83
SHARE

ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი ელტონ ჯონი დღეს 69 წლის გახდა. მისი ნამდვილი სახელი რეჯინალდ კენეთ დუაიტია.
ჯონი 1994 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 1996 წელს მას დედოფალ ელიზაბედ ||-ის მიერ მუსიკაში და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის ბრიტანული იმპერიის კომანდორის და რაინდის წოდება მიენიჭა. „სერ“ წოდების მიღების შემდეგ კი მას სერ ელტონ ჰერკულეს ჯონად მოიხსენიებენ.
ინგლისელი ვარკვლავი 1947 წელს მიდლექსში დაიბადა. 50-წლიანი კარიერის მანძილზე ჯონმა 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა, რამაც ის ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად აქცია.12910317_983722158331590_1366877163_n
მუსიკოსს მიღებული აქვს „გრემის“ ექვსი ჯილდო, ბრიტანული მუსიკის 4 ჯილდო, „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „ტონის ჯილდო“ და კენედის ცენტრის ჯილდო.
2004 წელს ჟურნალმა rolling stones-მა იგი ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიის 49-ე პოზიციაზე დაასახელა.
ელტონ ჯონი 1980-იანი წლების ბოლოდან აქტიურად მონაწილეობს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1992 წელს მან „ელტონ ჯონის აივ-ის ფონდი“ დააარსა, ერთი წლის შემდეგ კი „ოსკარის“ ყოველწლიური შემდგომი წვეულების მასპინძლად იქცა. დაარსების პერიოდიდან მისმა ფონდმა 200 მილიონზე მეტი აშშ დოლარი შეაგროვა. მუსიკოსი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა. 2005 წლის 21 დეკემბერს ის დევიდ ფერნიშზე დაქორწინდა. მას ორი შვილი ჰყავს. 2008 წელს ჟურნალმა Billboard-მა იგი ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებლის სიაში დაასახელა, № 3 პოზიციაზეა (ჯგუფ „ბითლზის“ და მადონას შემდეგ).

FB კომენტარები

კომენტარი