ელექტროსიგარეტი ბევრად მავნეა ორგანიზმისთვის, ვიდრე თამბაქო

130
SHARE

მეცნიერები თვლიან, რომ სიგარეტისთვის თავის დანებება ელექტრონული სიგარეტის დახმარებით, კარგი აზრი არ არის. მეცნიერის, დევიდ ტიკეტის კვლევამ ბირმინგების უნივერსიტეტიდან, ინგლისის ჯანდაცვის კვლევები მთლიანად უგულებელჰყო – 2015 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ ელექტროსიგარეტი არ ვნებს ჯანმრთელობას, ხოლო ახალი კვლევების მტკიცებით, ელექტროსიგარეტები გაცილებით მეტად ვნებენ ადამიანს, ვიდრე თაბმაქოს გამოყენება.

ტიკეტის თქმით, მოწევისას, გახურებული ბამბიდან, რომელიც გაჟღენთილია არომატული სითხით, ფილტვებში და სხვა ორგანოებში გროვდება პატარა ბუშტები, კორცენოგენული ქიმიური ნივთიერებებით. მეცნიერების განცხადებით, ამ ქიმიურ ნივთიერებებს შეუძლიათ გამოიწვიონ მძიმე ქრონიკული დაავადებები, ასევე, ისინი ინვალიდობის და ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ მიზეზადაც გვევლინებიან.

FB კომენტარები

კომენტარი