ელექტროგაყვანილობის მავთულმა შვიდი სპილო მოკლა

51
SHARE

ინდოეთის შტატ ორისაში ადგილობრივი ელექტრომომმარაგებელი კომპანიის გაუფრთხილებლობის გამო, შვიდი სპილო დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მუშებმა ცუდად დაამაგრეს დენის გაყვანილობის ხაზი, რომელსაც სპილოები გამოედნენ.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სპილოები წყაროსთან წყლის დასალევად მიდიოდნენ. წყალთან მისული სპილოები შიშველ სადენებს შეეხნენ და დენის დარტყმის შედეგად დაიღუპნენ. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სპილოების გვამები დაინახეს და სამართალდამცველებს მიმართეს.

Comments

comments