ეკონომნათურებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანა შეუძლიათ

51
SHARE

ეკონომნათურებს გაცილებით უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ჩვეულებრივ ნათურებს. ეკონომიური ნათურების ასეთი პოპულარობის მიზეზი ნაკლები დენის ხარჯვაა, თუმცა მას უარყოფგითი მხარეებიც აქვს. მაღალი ულტრაიისფერი გამოსხივების გამო ადამიანი ამ ნათურებიდან არანაკლებ 30 სანტიმეტრის მანძილზე უნდა იმყოფებოდეს. განსაკუთრებული ზიანი შეიძლება ბავშვების კანს მიადგეს, შესაძლოა, კანზე დამწვრობაც კი გაჩნდეს. თუ ნათურა დაიმსხვრა, ის ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ვინაიდან 3-5 გრამ ვერცლისწყალს შეიცავს. მისი ჩასუნთქვის შემთხვევაში ადამიანი შეიძლება მოიწამლოს. ყველა ამ ფაქტორის გამო რეკომენდებული არ არის ამ ნათურების გამოყენება საცხოვრებელ სახლებში და მათი დამონტაჟება უფრო მიზანშეწონილია ოფისებში.

FB კომენტარები

კომენტარი