ეკა კახიანი: ნანი ბრეგვაძემ უნდა ჩაატაროს კონცერტი მოსკოვში

595
SHARE

ეკა კახიანი მიიჩნევს, რომ ნანი ბრეგვაძისა და ეკა მამალაძის კონცერტი მოსკოვში გამართლებულია. ამის შესახებ მომღერალმა და მსახიობმა „პრაიმტაიმთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
– პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. მე არ მიმაჩნია, რომ ნანი ბრეგვაძე მოსკოვში კონცერტს იმიტომ მართავს, რომ რუსებს უმღეროს. ქალბატონი ნანი ბევრი წელია დაფასებულია ამ ხალხის მხრიდან. მეც ვიყავი ამას წინათ მოსკოვში მიწვეული გადაცემაში. „სევოდნია ვეჩერამ“. მთელი გადაცემა ქართულ ესტრადას მიეძღვნა. ისეთი სიყვარული და სითბო ვიგრძენი ჩვენს მიმართ… სხვაგან ასეთი არაფერი მინახავს… ჩემ ბავშვობაშიც ასე იყო, განსაკუთრებული პატივისცემა ჰქონდათ ქართველი მომღერლების მიმართ. ძალიან არ მინდა პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთში აირიოს. რა თქმა უნდა, ქალბატონმა ნანიმ უნდა ჩაატაროს კონცერტი, იმიტომ რომ ის დიპლომატია რასაც შეიძლება პოლიტიკოსები ვერ უმკლავდებიან, სიმღერით, მუსიკით შეიძლება დალაგდეს.
– ანუ მიესალმებით ნანი ბრეგვაძისა და ეკა მამალაძის კონცერტს მოსკოვში?
– მივესალმები არა, მაგრამ არც ვაპროტესტებ. ქალბატონ ნანის აქვს ის დამსახურება, რომ იქ კონცერტი ჩაატაროს. ძალიან სამწუხაროა რომ ნანის მიმართ ასეთი გამოხმაურებაა სოციალურ ქსელში. ძალიან ცუდი კომენტარები წავიკითხე და ძალიან შეწუხებული ვარ.

წყარო: „პრაიმტაიმი“

Comments

comments