ეთერ კაკულია: მე იქაც ვიმღერებ, იქაც ხომ სჭირდებათ…

86
SHARE

 მომღერალ ეთერ კაკულიას თქმით, მისი ოცნება, მის შვილიშვილთან ერთად სცენაზე სიმღერაა. ამაზე მომღერალი საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს. „ძალინ ცუდი მომენტია ამ ქვეყნიდან წასვლა, სიცოცხლის მოყვრული ადამიანი ვარ და ვერ ვეგუები! მართლა წუთი ყოფილა წუთისოფელი სიმღერა ჩემი სულია… როცა ადამიანი კვდება, ჯერ სული ამოსდის, მაგრამ სიმღერა არ იკარგება, ჩანაწერი ხომ რჩება – მაგრამ მე იქაც ვიმღერებ, იქაც ხომ სჭირდებათ… რაულ ქირია თავის არხზე (მერვე არხი) ჩემს სიმღერებს ხშირად აჟღერებს, ვუყურებ და ძალიან მომწონს, ჩემს თავს შევძახებ ხოლმე – ყოჩაღ ეთერ რა კარგად გიმღერია-მეთქი. უფლის მიმართ, იცით, რა სურვილი მაქვს? – უფალო გთხოვ, შემისრულე, ჩემი ლამაზი შვილიშვილი მარიამი 3 წლის როცა გახდება, მასთან ერთად სცენაზე მამღერე. ჯერ პატარაა და ყუკვე „ია-იას“ მღერის, ჩემი გენები აქვს“, – განაცხადა კაკულიამ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

FB კომენტარები

კომენტარი