“ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათეკლასელი მიწას მივაბარე” – მევლუდ მელაძის ემოციური პოსტი

218
SHARE

ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ, მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა, როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია. უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი, უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე. უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის. უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია. დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათეკლასელი მიწას მივაბარე. მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას”, – წერს მევლუდ მელაძე.
თბი­ლის­ში მომ­ხდა­რ ავა­რი­ას 16 წლის ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა წუ­ხელ მოხ­და. დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 4 ახალ­გაზ­რდა იჯდა, ხეს შე­ე­ჯა­ხა. უკან მჯდო­მი ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.
გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ნიკა ჯორ­ჯა­ძეა, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტო­ში 16 წლის​ გახ­დე­ბო­და. ის “აგ­რო­ჰა­ბის” მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის – სა­ლო­მე გვე­ლე­სი­ა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცეპრეზიდენტის – მევ­ლუდ მე­ლა­ძის შვი­ლია. სა­ლო­მეს ნიკა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.

FB კომენტარები

კომენტარი