ევროპის G წერტილი იპოვეს

172
SHARE

ლიტვის მოქალაქეებსა და ჩინოსნებს ტურისტულ რეკლამაზე არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდათ. სარეკლამო პოსტერზე ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი ევროპის G წერტილად მონიშნეს. ამის შესახებ პორტალი Delfi.lt წერს.

პოსტერზე ქალის ხელი და თავი ჩანს, რომელიც სექსუალურ სიამოვნებას განიცდის. ის რუკაზე წევს და ხელს კიდებს იმ ადგილს, სადაც ლიტვა მდებარეობს. “არავინ იცის ეს სად არის, მაგრამ როდესაც გაიგებთ, აღფრთოვანდებით. ვილნიუსი. ევროპის G წერტილი”, – ახლავს წარწერა პლაკატს.

რეკლამას ყურადღება მიაქციეს ვილნიუსის მერიაში. “მინდა ხელი ჩამოვართვა მის შემქმნელებს. მგონი ეს ყველაზე ძლიერი რეკლამაა, რაც კი ოდესმე ჩვენს ქალაქზე მინახავს”, – განაცხადა ქალაქის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა.

კომპანია Go Vilnus-ში თქვეს, რომ პოსტერი საბოლოო ვარიანტი არ არის და ეს ერთ-ერთი ესკიზია, თუმცა რადგან საზოგადოების უმრავლესობას რეკლამა მოეწონა, შესაძლოა, რომ ის კომპანიის ტურისტულ რეკლამად იქცეს.

G წერტილი – 1950 წელს გერმანელმა გინეკოლოგმა ერნსტ გრეფენბერგმა აღმოაჩინა. ის ქალის ეროგენული ზონაა, რომელიც საშოში, მის წინა კედელზეა მოთავსებული. გრენფერგის მტკიცებით, ამ წერტილის სტიმულაციის შედეგად მიღწეული ორგაზმი განსაკუთრებით ძლიერია.

წყარო:imedinews.ge

FB კომენტარები

კომენტარი