ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წლამდე გადაიდო

58
SHARE

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (UEFA) ევროპის ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო – ის 2020 წლის მაგივრად 2021 წელს გაიმართება.

კერძოდ, 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება.

დღესვე უეფა მიიღებს გადაწყვეტილებას მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და წევრი ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების შესახებ.

აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

FB კომენტარები

კომენტარი