„ევროვიზია-2016“: საქართველოს წარმომადგენელი ნიკა კოჩაროვი და YOUNG GEORGIAN LOLITAZ-ი ფინალში გადავიდა (ფოტო, ვიდეო)

89
SHARE

 

საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე „ევროვიზია-2016“ – ნიკა კოჩაროვი და YOUNG GEORGIAN LOLITAZ ფინალში გადავიდა.

გუშინ, 12 მაისს შვედეთის სცენაზე გამოსული 18 მონაწილიდან ქართული ჯგუფი საუკეთესო ათეულში მოხვდა. ნიკა კოჩაროვმა და YOUNG GEORGIAN LOLITAZ-მა სიმღერა „Midnight Gold“ შეასრულეს. ეს იყო რიგით მეორე ნახევარფინალი. ნიკა კოჩაროვი და YOUNG GEORGIAN LOLITAZ-ი ფინალში ლატვიის, ბულგარეთის, ავსტრალიის, უკრაინის, სერბეთის, პოლონეთის, ისრაელის, ლიტვის და ბელგიის წარმომადგენლებთან ერთად გადავიდა. აღნიშნულ კონკურსანტებს ფინალში ასევე პირველი ნახევარფინალის ფავორიტი შემსრულებლები შეუერთდებიან. ესენი არიან მომღერლები აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ნიდერლანდებიდან, უნგრეთიდან, ხორვატიიდან, მატლადან, ავსტრიიდან, სომხეთიდან, ჩეხეთიდან და კვიპროსიდან. „ევროვიზია-2016“-ის ფინალური შოუ შაბათს, 14 მაისს, გაიმართება.

FB კომენტარები

კომენტარი